სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია

Regional Football Federation Of Samegrelo-Zemo Svaneti

სფფ-ს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს

4 თებერვალს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გამართულ სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე, დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ხმის უფლების მქონე 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად, დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შემადგენლობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულაქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა.

სფფ-ის, ფიფას და უეფას დებულებებისა და წესდების დარღვევისთვის, სფფ-ის წევრობიდან გაირიცხა საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „დინამო“, დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი და დებულების თანახმად დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

ღონისძიების ფარგლებში, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მოხსენებით წარდგა. მადლობა გადაუხადა სპონსორებს და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ისაუბრა მოახლოებული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, რაც ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ისაუბრა, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე. ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მასობრივი, ქალთა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.

ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა მსაჯთა კორპუსის საერთაშორისო წარმატებაზე და ეროვნულ ჩემპიონატში მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) დანერგვის შესახებ. აღნიშნა სფფ-ის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ფეხბურთის ყველა რგოლს მოიცავს, ხაზი გაუსვა 2023 წელს, ბათუმში გასამართ მწვრთნელთა საერთაშორისო სამიტის მნიშვნელობას, რომელიც უეფას ყველაზე დიდი პროექტია ამ მიმართულებით. 

ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გასულ წელს წარადგინა და მოიცავს ყველა მიმართულებას ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის. სტრატეგიაში სწორედ ის ნაბიჯებია ასახული, რომელთა მიხედვითაც იმუშავებს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ყრილობის დასაწყისში, ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩილ კონცელიძეს, რომელიც წლების განმავლობაში გვერდში ედგა ქართულ ფეხბურთს. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობას ესწრებოდნენ ფიფას წევრი ასოციაციების ევროპის განყოფილების დირექტორი ელხან მამადოვი, ფიფას წევრი ასოციაციების განყოფილების განვითარების პროგრამების კოორდინატორი ჯანი მანკა და უეფას ეროვნული ასოციაციების განყოფილების მრჩეველი ჯოზეფ კლიმენტი, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას ქართული ფეხბურთის პროგრესს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობას და ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლეს გაუსვეს ხაზი.

 

 

 

4 თებერვალს, სასტუმრო რადისონი სფფ-ის XXXIII ყრილობას უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.

დღის წესრიგი: 

1.    დღის წესრიგის დამტკიცება;
2.    სამი დელეგატის დანიშვნა ოქმის შესამოწმებლად;
3.    დამკვირვებლის დანიშვნა; 
4.    წევრის გარიცხვა;
5.    წინა ყრილობის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტის და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქიმანობის ანგარიში
6.    ბიუჯეტის დამტკიცება;
7.    სფფ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანა;
8.    დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა;
9.    პრეზიდენტის არჩევა;
10.    აღმასრულებელი კომიტეტის არჩევა; 

ყრილობა 12:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხზე შემოგთავაზებთ. 

 

 

თეონა სტურუა ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა

ქართველი მსაჯი, თეონა სტურუა, ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. სტურუა ფიფას 2023 წლის სიაში პირველი ქართველი ქალი მთავარი მსაჯია, რაც უფლებას აძლევს საერთაშორისო შეხვედრები იმსაჯოს. 

თეონა სტურუა ფეხბურთს ქუთაისის ,,მართვეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, არის სქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ოთხი წლის განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს გოგონათა19-წლამდე ნაკრებში. 2016 წლიდან იყო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი. მონაწილეობა მიუღია ქალთა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ქუთაისის „მართვეს“ შემადგენლობაში. სამსაჯო კარიერა 2018 წლიდან, მსაჯის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი, მთავარი მსაჯი გახდა. 

2023 წლისთვის, თეონა სტურუასთან ერთად, ფიფას საერთაშორისო მსაჯის სტატუსი კიდევ ორ ქართველ ქალ არბიტრს აქვს - ხათუნა მაისურაძე და ქეთევან გაიპარაშვილის საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები არიან. 

 
 
 
 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონში გაიმართება.

ყრილობის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხზე შემოგთავაზებთ. მედიისთვის კომენტარები ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 3 თებერვლის 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. , მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. 

ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები 4 თებერვალს, 11:00 საათიდან, სასტუმრო რადისონში გაიცემა.

 
 
 
 
 
“საბურთალომ” ლუკა სილაგაძე დაიმატა
 
“საბურთალომ” ლუკა სილაგაძე დაიმატა
 

23 წლის ფეხბურთელი, ლუკა სილაგაძე კარიერას თბილისის "საბურთალოში" გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტის გააფორმა და ახალი სეზონისთვის მზადებას თურქულ შეკრებაზე გაივლის.

სილაგაძე თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილი გახლავთ. ლუკას "რუსთავში" და "ვალმიერიშიც" უთამაშია. ასევე, 23 წლის მოთამაშეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, ლუკა სილაგაძე ბოლოს სწორედ "ვალმიერიში" გამოდიოდა, სადაც 82 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 
 

ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში ბრუნდება!? - ვისთან აქვს თორნიკეს მოლაპარაკებები

 
ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში ბრუნდება!? - ვისთან აქვს თორნიკეს მოლაპარაკებები
 

Matcday-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს.

ამ წყაროს ცნობით, ოქრის დამატება "გაგრას" სურს. გამოცდილი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში უკვე ვარჯიშობს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ოქრიაშვილის ტრანსფერი სამხრეთ კორეის ლიგაში ჩაიშალა, მას შემდეგ 30 წლის ფეხბურთელი უკლუბოდ არის.

ცნობისთვის, თორნიკე ოქრიაშვილმა საფეხბურთო კარიერა სწორედ "გაგრაში" დაიწყო.

 

 

გიორგი ქობულაძე “ტორპედოში” ითამაშებს

  გიორგი ქობულაძე “ტორპედოში” ითამაშებს
 

25 წლის მოთამაშე, გიორგი ქობულაძე კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი კახა ჩხეტიანის გუნდს თურქულ შეკრებაზე შეურთდა და ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ქუთაისის "ტორპედოს" "გაგრადან" შეუერთდა.

ცნობისთვის, გიორგი ქობულაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 38 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადავემა შეასრულა.

 

 

 

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაცია, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ახალგაზრდა ქართველი მსაჯის, დავით კანკიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

 

 
დაიკავებს თუ არა მამარდაშვილი ბუფონის ადგილს?! - GDS-ის უახლესი ინფორმაცია
დაიკავებს თუ არა მამარდაშვილი ბუფონის ადგილს?! - GDS-ის უახლესი ინფორმაცია
 

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსი" გიორგი მამარდაშვილის შეძენით ინტერესდებოდა.

La gazzeta dello sport-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილის შეძენა "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარ არის

"ბებერი ქალბატონი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ემპოლის" კარის დარაჯის, გულიელმო ვიკარიოს შეძენას გეგმავს. გუნდები მოლაპარაკებებს დიდი ალბათობით, ძალიან მალე დაიწყებენ.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და "ღამურების" მიზანია, რომ ქართველი მეკარე რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ.

 
 
 
 

ლუკა ლოჩოშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის”

ლუკა ლოჩოშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის”
 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები უკვე შარჯაში ჩაფრინდა. ჩვენი ნაკრების არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

15 ნოემბერს გუნდმა ემირატებში გამგზავრებამდე სავარჯიშო პროცესი გამართა.

"კრემონეზესა" და ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრმა, ლუკა ლოჩოშვილმა მოახლოვებული შეხვედრაზე ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მაროკო ძალიერი ნაკრებია, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და საინტერესო სპარინგი იქნება. შემდეგ ციკლში ძლიერი მეტოქეები გვყავს და საინტერსოა, როგორ დონეზე ვართ. კარგი სერია გვაქვს, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ვიმეოდნებ, ასე გაგრძელდება. თითოეული ფეხბურთელი დღითიდღე ვითარდება და გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა". - განაცხადა ლოჩოშვილმა.

ცნობისთვის, შეხვედრა 17 ნოემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

 

„WPS ვაკე“ გოგონათა შორის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია

 

30 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში გოგონათა 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირის დასკვნით მატჩში ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდები „მარტვილი“ და „WPS ვაკე“ დაუპირისპირდნენ. მიმდინარე წლის გათამაშება WPS ვაკის გამარჯვებით, ანგარიშით 4-2 დასრულდა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ტურნირის პირველ და მეორე ადგილოსნებს მედლები და თასი ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ გადასცეს. 

ტურნირი წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით იმართება. მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 14-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.  

 

 

 

მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების გადაწყვეტილება

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილებამ 27 ოქტომბერს გამართული ლიგა 3-ის 25 ტურის მატჩში „მეშახტესა“ და „კოლხეთი 1913“-ს შორის მსაჯთა ბრიგადის მუშაობის შესახებ იმსჯელა.

მსაჯთა დამკვირვებლებმა აღნიშნულ მატჩში პირველი კატეგორიის მსაჯის, თეიმურაზ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილეს.

მსაჯთა დამკვირვებლების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძეს სამსაჯო საქმიანობა მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე აეკრძალა.

 
 
 
მამარდაშვილი: "როცა გატუზო მწვრთნელად დაინიშნა, დამირეკა და ამაზე ვისაუბრეთ"
მამარდაშვილი: "როცა გატუზო მწვრთნელად დაინიშნა, დამირეკა და ამაზე ვისაუბრეთ"
 

გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში კარიერის საუკეთესო პერფორმანსები შემოგვთავაზა და "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში შეძლო თავის დამკვიდრება. 

 

ესპანურ Marca-სთან საუბრისას, ქართველმა კარის დარაჯმა მომდევნო სეზონის მიზნებზე ისაუბრა:

 

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, რომ ახალი სეზონი იმაზე ორჯერ უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წელი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. "ვალენსიაში" წინა წლის გამოცდილება ძალიან დამეხმარა.

 

ესპანეთის ჩემპიონატში თამაში ძალიან ემოციური მომენტი იყო. მინდა, რომ ახალ სეზონში "ღამურებთან" ერთად რაც შეიძლება ბევრი მატჩი ჩავატარო სასტარტო შემადგენლობიდან და ევროტურნირების საგზური მოვიპოვო.

 

საქართველოდან ლა ლიგაში გადმოსვლა ძალიან დიდი შრომის, თუმცა, ამავდროულად, იღბალის შედეგია. გარკვეული ხანი სათადარიგო სკამზეც ვიჯექი, მაგრამ დასაბრუნებლად ბევრი ვიმუშავე.

 

როცა გატუზო მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, დამირეკა და მომავალ სეზონზე ვისაუბრეთ. მისმა ზარმა ძალიან გამახარა", - განაცხადა გიორგიმ.

 

 
 
 
 
ცნობილია - სად გააგრძელებს კარიერას საბა კვირკველია
ცნობილია - სად გააგრძელებს კარიერას საბა კვირკველია
 
 

გასულ სეზონში სოლომონ კვირკველიას უკრაინის დატოვება მოუწია და დროებით "გაგრაში" ჩაირიცხა, თუმცა ახალი სეზონისთვის სოლომონმა კვლავ ლეგიონერად წასვლა არჩია.

 

Azerisport იტყობინება, რომ კვირკველია მომდევნო სეზონს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონში, ბაქოს "ნეფჩიში" დაიწყებს.

 

როგორც ირკვევა, ქართველმა მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, სულ მალე სოლომონი აზერბაიჯანულ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

 

აღსანიშნავია, რომ კვირკველიას ტრანსფერით სერიოზულად იყო დაინტერესებული ბუქარესტის "სტიაუა", თუმცა, როგორც ჩანს, საბასთვის "ნეფჩის" შეთავაზება უფრო ხელსაყრელი გამოდგა.

 

 

 

 
"ამას ვერ გავაკეთებდი" - ხვიჩა "რუბინიდან" წასვლას იხსენებს
"ამას ვერ გავაკეთებდი" - ხვიჩა "რუბინიდან" წასვლას იხსენებს
 

რუს იუთუბერ ნობელ არუსტამიანისთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინიდან" წასვლის ამბავი გაიხსენა.

 

"ფეხბურთი არის სპორტი, თუმცა მიმაჩნია, რომ სლუცკიმ და საიმანოვმა გამიგეს. უპირველეს ყოვლისა, მათ ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარი ოჯახია. მათი პასუხი ასეთი იყო: "მოიქეცი ისე, როგორც შენთვის უკეთესი იქნება."

 

ბევრი რამ ხდებოდა. მწერდნენ კიდეც, თუმცა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ იქ არ დავრჩებოდი.

 

ორი შეხვედრა იყო დარჩენილი და ვთქვი, რომ ამ შეხვედრებს ჩავამთავრებდი, გუნდს დავეხმარებოდი. ეს იმიტომ, რომ "რუბინმა" ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. "რუბინი" და ყაზანი ძალიან მიყვარს. 

 

ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ ორ მატჩში უნდა მეთამაშა, რადგან არ იქნებოდა ლამაზი, პირდაპირ მეთქვა, წავედი-მეთქი და წავსულიყავი. ამ ბიჭების გვერდით 2 წელი ვითამაშე და ასე ვერ მოვიქცეოდი." - თქვა ხვიჩამ.

 

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ "რუბინი" ამა წლის მარტში დატოვა. იგი "დინამო ბათუმს" შეუერთდა, საიდანაც იტალიურმა "ნაპოლიმ" შეიძინა.

 

 

 

მიმდინარეობს რეგისტრაცია Refresh კურსებზე უეფას B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2022 წლის ბოლომდე ეწურება.

კურსებთან დაკავშირებით, რომლებიც 9,10 (Refresh B) და 11,12 (Refresh A) აგვისტოს გაიმართება, კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

 
 
უხვგოლიანი ფრე “გაგრასა” და “საბურთალოს” დაპირისპირებაში
უხვგოლიანი ფრე “გაგრასა” და “საბურთალოს” დაპირისპირებაში
 
 

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში "გაგრამ" შინ თბილისის "საბურთალო" მიიღო, მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

 

მატჩის მე-7 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა, შეხვედრის 37-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ სეზონის პირველი გოლი გაიტანა.

 

მატჩის 49-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა თბილისელები დააწინაურა, მალევე გიორგი გულიაშვილმა სხვაობა გაზარდა.

 

შეხვედრის 87-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ "გაგრას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, შეხვედრის 90-ე წუთზე კი გიორგი ბუხაიძემ სხვაობა გაათანაბრა.

 

ლაშა ნოზაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, "გაგრა" კი მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

 

"საბურთალო" მომდევნო შეხვედრას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "პარტიზანის" წინააღმდეგ ჩაატარებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

 

 

 
 
 
“ტორპედომ” გორის “დილა” მარტივად დაამარცხა
“ტორპედომ” გორის “დილა” მარტივად დაამარცხა
 
 

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" შინ გორის "დილა" მიიღო და ანგარიშით 1:4 იმარჯვა.

 

მატჩის მე-18 წუთზე ბრწყინვალე შორეული გასროლით გიორგი არაბიძემ ანგარიში გახსნა, შეხვედრის 63-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

 

მალევე 22 წლის ფეხბურთელმა კვლავ იჩინა თავი. შეხვედრის 78-ე წუთზე ჰაჯი დრამემ სხვაობა შეამცირა.

 

მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე კი თორნიკე ახვლედიანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.

 

კახა ჩხეტიანის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-7 პოზიციას იკავებს, გორის "დილა" კი მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო შეხვედრას თბილისის "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, ანდრეი დემჩენკოს გუნდი კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "კუპსს" დაუპირისპირდება.

 
 
 
 
კვარაცხელია: "ნაპოლიში" წასვლა სპალეტისთან საუბარმა გადამაწყვეტინა"
 
კვარაცხელია: "ნაპოლიში" წასვლა სპალეტისთან საუბარმა გადამაწყვეტინა"
 

საქართველოს ნაკრების 21 წლის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ რუს იუთუბერ ნობელ არუსტამიანს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის ამსახველი ვიდეოც არუსტამიანის იუთუბ-არხზე აიტვირთა.

 

ბუნებრივია, მთავარი საკითხი, რასაც ხვიჩა შეეხო, მისი მომავალი კლუბი "ნაპოლი" გახლდათ.

 

"სპალეტისთან ვისაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა უნდოდა. მასთან თანამშრომლობით მეც გახლდით დაინტერესებული. "ნაპოლიში" გადასვლა სწორედ სპალეტისთან საუბარმა გადამაწყვეტინა. მან ბევრი რამე ამიხსნა და ვფიქრობ, სერია A-ში სათამაშოდ მომამზადა. ეს დიდი ნახტომია, რომლისთვისაც, მიმაჩნია, რომ მზად ვარ.

 

ნომრის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. 77 ან 18 ნომრიან მაისურს ავიღებ. ვიცი, რომ ათიანს ვერ შევეხები, რადგან ის დიეგო მარადონას ეკუთვნის. 

 

ვისთან თამაში მესიამოვნება? კულიბალი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძეა. იგი ქართული ფეხბურთის დიდ ტალანტად ითვლებოდა, მაგრამ პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა," - თქვა ხვიჩამ.

 

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი პირველ ივლისს დადასტურდება. Corriere dello Sport-ი სატრანსფერო თანხად 10 მილიონ ევროს ასახელებს. ამ თანხას 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება.

 

 

 

 
ჩაკვეტაძემ ახალი კლუბი იპოვა - სად მიდის გიორგი
ჩაკვეტაძემ ახალი კლუბი იპოვა - სად მიდის გიორგი
 

 

Crystalsport-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი კლუბი იპოვა.

 

წყაროს თანახმად, ჩაკვე კარიერას ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელებს. მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

 

ჯერჯერობით უცნობია, სლოვაკურ კლუბში გიორგი ბელგიური "გენტიდან" განათხოვრებული იქნება თუ მას საერთოდ გაყიდიან.

 

"სლოვანში" 22 წლის ფეხბურთელს ნაცნობები უხვად დახვდებიან - გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ვლადიმირ ვაისია, ხოლო შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან.

 

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი გიორგიმ "ჰამბურგში" გაატარა. გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა, თუმცა იგი არ გამოიყენეს.

 

"დინოზავრების" მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში ჩაკვემ 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

 

 

 
“დინამოების” დერბი ბათუმში | მატჩის მიმოხილვა
 “დინამოების” დერბი ბათუმში | მატჩის მიმოხილვა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" შინ თბილისის "დინამო" მიიღო და ანგარიშით 4:1 იმარჯვა.

 

შეხვედრის მე-17 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გახსნა, მალევე სანდრო ალთუნაშვილმა სხვაობა გაზარდა. მატჩის 43-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

 

შეხვედრის 59-ე წუთზე დავით სხრიტლაძემ სხვაობა შეამცირა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.

 

გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, თბილისის "დინამო" კი მეორე ადგილზე იმყოფება.

 

ბათუმის "დინამო" მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრატისლავა "სლოვანის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "პაიდეს" დაუპირისპირდება.

 

 

 

 

მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია სრულდება

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია სრულდება.

უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომელსაც გააჩნია ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა და მინიმუმ უეფა-ს მოქმედი „C“ ლიცენზია.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, რომლებიც კურსზე ჯერ არ დარეგისტრირებულან, რეგისტრაცია შეეძლებათ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით.

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

 

 

განცხადება ლიგა სამის მატჩის გადადებასთან დაკავშირებით

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მატჩი თბილისის მერანი 2-სა და თბილისი სითის შორის, რომელიც 27 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში უნდა გამართულიყო, გადაიდო. 

მატჩის გადადების გადაწყვეტილება მსაჯთა ბრიგადამ თამაშის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე მიიღო. აღნიშნულის მიზეზი მატჩის მასპინძელ სტადიონზე მინდვრის საფარის მცირე მონაკვეთის დეფორმაცია გახდა. 

დაზიანება უხვმა ნალექმა გამოიწვია, ხარვეზი ორი დღის განმავლობაში გამოსწორდება და სრული დატვირთვით განახლდება სტადიონის ფუნქციონირება. მერანი 2-სა და თბილისი სითის შორის დაპირისპირება 14 აგვისტოს გაიმართება.

 
 
 
4-თა ტურნირი 2024 წლიდან - UEFA-ს ახალი ინიციატივა
4-თა ტურნირი 2024 წლიდან - UEFA-ს ახალი ინიციატივა
 

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca UEFA-სთან დაკავშირებით ახალ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ორგანიზაცია ახალი ტურნირის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელის პირველად 2024 წელს გაიმართება. ამ წელს ჩემპიონთა ლიგას ახალი ფორმატით ვიხილავთ, ზემოხსენებული ტურნირი კი ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე გაიმართება.

 

ირკვევა, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს. მათგან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი იქნება, ხოლო დანარჩენი სამი გუნდის შერჩევის პრინციპი ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, ეს ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

 

იწერება ისიც, რომ ევროპის სუპერთასი არ გაუქმდება და იქ მონაწილეობას ევროპისა და კონფერენს ლიგის ტრიუმფატორები მიიღებენ.

 
3 ვარიანტი - ვინ შეხვდება ბათუმის "დინამოს", თუ "სლოვანის" ბარიერს დაძლევს
3 ვარიანტი - ვინ შეხვდება ბათუმის "დინამოს", თუ "სლოვანის" ბარიერს დაძლევს
 

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ ბათუმის "დინამო" "სლოვანს" დაუპირისპირდება.

 

წყვილში პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 12 ან 13 ივლისს გველოდება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ზღვისპირელები სლოვენიური კლუბის ბარიერს დაძლევენ, მათ მომდევნო ეტაპზე 3 სავარაუდო მეტოქე ეყოლებათ:

  • ზაგრების "დინამო"
  • პოზნანის "ლეხისა" და "ყარაბაღის" გამარჯვებული
  • "ტობოლისა" და "ფერენცვაროშის" გამარჯვებული

ჯერჯერობით, მომდევნო ეტაპზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არც თუ ისე მარტივი გასეირნება ელის.

 
 
 
ქართული კლუბების მეტოქეები ევროტურნირების მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე
ქართული კლუბების მეტოქეები ევროტურნირების მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე
 

 

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს უეფას საკლუბო ტურნირების 2022-2023 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა.

 

პირველად ჩემპიონთა ლიგის გუნდები დააწყვილეს. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო "დინამო ბათუმისა" და "სლოვან ბრატისლავას" წყვილში გამარჯვებულის მეტოქის დადგენა გახლდათ და იგი დადგინდა კიდეც - ყაზახურ "ტობოლსა" და უნგრულ "ფერენცვაროშს" შორის უმჯობესი.

 

ამ ორ წყვილში გამარჯვებულნი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდებიან, ხოლო დამარცხებულთა გზები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიყრება.

 

კონფერენს ლიგა ვახსენეთ და ვთქვათ ის სავარაუდო მეტოქეებიც, რომლებიც იქ მოასპარეზე 3 ქართულ გუნდს ეყოლება:

 

"დინამო თბილისი" / "პაიდე" (ესტონეთი) vs "არარატ არმენია" (სომხეთი)

 

"საბურთალო" / "პარტიზანი" (ალბანეთი) vs "სტიაუა" (რუმინეთი)

 

"დილა" / "კუპსი" (ფინეთი) vs "მილსამი" (მოლდოვა) / "პანეჟევისი" (ლიეტუვა)

 

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5/6 და 12/13 აგვისტოს გაიმართება, ხოლო კონფერენს ლიგისა 7 და 14 აგვისტოს. მეორე ეტაპი განმეორებითი შეხვედრებიდან ზუსტად 1 კვირაში დაიწყება.

 

 
 
 
უდიდესი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

 

სპორტულმა გამოცემა sofascore-მა უეფას ერთა ლიგის გამართული მატჩების მიხედვით ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერა.

 

მიმდინარე ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე კი საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

 

21 წლის ტალანტმა საწყისი ოთხი მატჩის მიხედვით 8.20 შეფასება დამისახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

 

ცნობისთვის მეორე პოზიცია 8.18 შეფასებით თურქეთის ნაკრების წევრმა, ჰაკან ჩანხანოღლუმ მოიპოვა.

 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის საწყის 4 ტურში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა

 

 

 

საქართველოს თასის მეორე და მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა სფფ-ში

 

14 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეორე და მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

დებულების შესაბამისად, მომდევნო ეტაპის საგზური ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები 6 და 7 ივლისს გაიმართება. 

მეორე ეტაპზე 24 გუნდი 12 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი შეუერთდება. შემდეგ ეტაპზე, 14 გამარჯვებულს მერვედფინალში ავტომატურად გადასული ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული დინამო ბათუმი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საბურთალო დაემატებიან. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 7 აგვისტოს გაიმართება. 

 

 

 

ვიზიტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საფეხბურთო კომპლექსში

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახლად აშენებული საფეხბურთო კომპლექსი დაათვალიერეს. 

კომპლექსში მილანის ინტერის აკადემია ფუნქციონირებს, სადაც 5-დან 15 წლამდე ასაკის სამასამდე ბავშვი ირიცხება. აკადემიაში სფფ-ის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის მქონე მწვრთნელები მუშაობენ. 

კომპლექსი მოიცავს ერთ სტანდარტულ და 4 მინი მოედანს ტრიბუნებით, ხელოვნური განათებით და გასახდელებით. აკადემიის აღსაზრდელებთან ერთად, სტადიონის გამოყენება ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ. 

შეხვედრას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე და ინტერის აკადემიის დირექტორი ანა წერეთელი ესწრებოდნენ.

 

მეგობრები

 

 

Link1

© 2011 Regional Football Federation Of Samegrelo-Zemo Svaneti