სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია

Regional Football Federation Of Samegrelo-Zemo Svaneti

 
"ბარსა" კიდევ ერთი მოთამაშის ხელფასის შემცირებაზე მუშაობს - ახალი ცნობები
 

"ბარსა" კიდევ ერთი მოთამაშის ხელფასის შემცირებაზე მუშაობს - ახალი ცნობები

 

დღეს, ჟურნალისტმა როჯერ ტორელიომ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ირკვევა, "ბლაუგრანა" ნიდერლანდელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კლუბი ფრენკის ხელფასის შემცირებაზე ცდილობს.

გასულ ზაფხულს კატალონიელთა რიგებში ანაზღაურება მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დაიკლო, რომელიც ამით გუნდს ძალიან დაეხმარა.

ახლა კი მოსალოდნელია, რომ ხელფასი დე იონგსაც შეუმცირდება.

ცნობისთვის, ნიდერლანდელის წლიური ანაზღაურება დაახლოებით 6 მილიონ ევროს შეადგენს.

 

 
 
 
თანხმობა "რეალისგან" - რომელი შეიძლება გაწრთვნას რაულმა
 

თანხმობა "რეალისგან" - რომელი შეიძლება გაწრთვნას რაულმა

 

ესპანურ მედიაში რაულ გონსალესის მომავლის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება.

მას შემდეგ, რაც "ვილიარეალმა" კიკე სეტიენი გუნდიდან გაუშვა, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ყველაზე აქტიურად მადრიდის "რეალის" ლეგენდა დაუკავშირეს.

გავრცელებული ცნობებით, ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად "ბლანკოსის" ახალგაზრდულ გუნდს წრთვნის, კლუბისგან თანხმობა მიიღო, რომ სამწრთვნელო საქმიანო "ვილიარეალში" გააგრძელოს.

როგორც ირკვევა, რაული ლა ლიგის კლუბთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს და არ არის გამორიცხული ესპანელმა ახალი კლუბი ჩაიბაროს.

აქვე გეტყვით, რომ მისი წასვლის შემთხვევაში, "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს არბეოლა გაწრთვნის.

 
 
 
 
"ჯობია თუ არა არაბეთის ჩემპიონატი ლიგა 1-ს?" - ნეიმარმა დასმულ კითხვას ასეთი პასუხი გასცა
 

"ჯობია თუ არა არაბეთის ჩემპიონატი ლიგა 1-ს?" - ნეიმარმა დასმულ კითხვას ასეთი პასუხი გასცა

 

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი "ალ ჰილალში" გადაბარგდა.

ფეხბურთელს არაბულმა მედიამ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ლიგა 1 და საუდის არაბეთის ჩემპიონატები შეადარა:

"საუდის არაბეთს ბრწყინვალე ჩემპიონატი აქვს, ისეთი ფეხბურთელები ჩავიდნენ, იქ საოცარი სახელები თამაშობენ"

"არ ვიცი, არის თუ არა არაბული ლიგა ფრანგულზე უკეთესი, საქმე ისაა, რომ მე აქ თავს უბრალოდ კარგად ვგრძნობ. ჩემი მიზანი "ალ ჰილალთან" ერთად ტიტულების მოგებაა" 

"როდესაც საფრანგეთში გადავედი, ამბობდნენ, რომ სუსტი ლიგა იყო, თუმცა იქ ბევრჯერ დავმარცხდი, აქაც ასევეა. საუდის არაბეთის ბევრი გუნდი ძლიერდება, ჩემი მიზანი კი "ალ ჰილალთან" ერთად წარმატებაა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

 
 
 
"ოსიმენს ოქროს ბურთს ამის გამო მივცემდი" - კანავარომ კვარასა და ოსიმენს შორის ფავორიტი გამოავლინა

 

"ოსიმენს ოქროს ბურთს ამის გამო მივცემდი" - კანავარომ კვარასა და ოსიმენს შორის ფავორიტი გამოავლინა

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველი დს ნიგერელი შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ოქროს ბურთის 30-ნომინანტში მოხვდნენ.

მათ შორის საკუთარი ფავორიტი ამ ჯილდოს მფლობელმა, ფაბიო კანავარომ დაასახელა:

"ვის მივცემდი ოქროს ბურთს კვარაცხელიასა და ოსიმენს შორის? რა თქმა უნდა, ოსიმენს. ჩემთვის ის გადამწყვეტი იყო"

"ის დომინირებდა საჯარიმოში და ამას ნამდვილი ლიდერივით აკეთებდა. სპალეტისთვისაც და გარსიასთვისაც ფუნდამენტალური ფეხბურთელია", - განაცხადა იტალიელმა.

 
 
 
“ბარსას” და დანიის შეთანხმება! - რატომ არ ითამაშა კრისტენსენმა სან მარინოსთან
 

“ბარსას” და დანიის შეთანხმება! - რატომ არ ითამაშა კრისტენსენმა სან მარინოსთან

 

როგორც მოგეხსენებათ, დანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შინ სან მარინო მიიღო და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ზემოხსენებულ შეხვედრაში “ბარსელონას” დანიელ ცენტრალურ მცველს, ანდრეას კრისტენსენს მონაწილეობა არ მიუღია.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხუან მარტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანასა” და დანიის ნაკრებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ანდრეასი სან მარინოსთან არ ითამაშებდა.

საქმე იმაშია, რომ 27 წლის ფეხბურთელს მცირე დისკომფორტი აწუხებს.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ანდრეას კრისტენსენი ფინეთის წინააღმდეგ.

 
 
 
დე ლა ფუენტე: “როდესაც იამალის შესაძლებლობები პირადად ვნახე, მივხვდი რომ გაცილებით უკეთესია”

 

დე ლა ფუენტე: “როდესაც იამალის შესაძლებლობები პირადად ვნახე, მივხვდი რომ გაცილებით უკეთესია”

 

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება.

მატჩის წინ, “ფურია როხას” თავკაცმა, ლუის დე ლა ფუენტემ “ბარსელონას” მარჯვენა გარემარბის, ლამინე იამალის შესახებ ისაუბრა:

“როდესაც ლამინე იამალს ტელევიზორში ვუყურებდი, მისი დონე დავინახე. მაგრამ ახლა, როცა მასთან ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ ის ბევრად უკეთესია”. - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 
 
 
 
ცნობილია! - რატომ თქვა ეზალზულიმ პრემიერ ლიგაში თამაშზე უარი
 

 ცნობილია! - რატომ თქვა ეზალზულიმ პრემიერ ლიგაში თამაშზე უარი

 

როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის მაროკოელმა ფეხბურთელმა აბდე ეზალზულიმ კატალონიის “ბარსელონა” დატოვა და “რეალ ბეტისს” შეუერთდა.

სევილიურ გუნდს ახალგაზრდა მოთამაშის ტრანსფერი 7.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბდემ პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უარი თქვა, რადგან “დიდი ნახტომის” გაკეთება ასეთ ახალგაზრდულ ასაკში არ სურდა.

ცნობისთვის, აბდე ეზალზულიმ გასულ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 
 
 
"უდინეზე" VS "ნაპოლი" - ფეხბურთელთა შეფასებები
 
"უდინეზე" VS "ნაპოლი" - ფეხბურთელთა შეფასებები
 

ისტორიაში მესამედ, "ნაპოლი" სერია ა-ს გამარჯვებულია. "პარტენოპეიმ" 33-ე ტურში "უდინეზესთან" ფრედ, 1:1 ითამაშა და ჩემპიონობა ოფიცილურად გაინაღდა.

შეხვედრაში გამათანაბრებელი გოლის გატანა ვიქტორ ოსიმენმა მოახერხა, რომელმაც წონასწორობა ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ აღადგინა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩში SofaScore-ისგან 6.9 შეფასება მიიღო.

ნეაპოლელთა სხვა მოთამაშეების შეფასებები კი ასეთია:

 
 
ნანატრი ტიტული! - “ნაპოლი” სერია ა-ს ჩემპიონია
 
ნანატრი ტიტული! - “ნაპოლი” სერია ა-ს ჩემპიონია

იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლი” “უდინეზეს” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და შედეგად, “პარტენოპეიმ” ჩემპიონობა გაინაღდა.

“პარტენოპეიმ” გამარჯვება ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა.

ცხადია, განსაკუთრებით ბედნიერია საქართველო, რადგან “ჯვაროსნების” მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო სეზონში სერია ა-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” ჩემპიონობაში ხვიჩას მართლა უდიდესი წილი მიუძღვის. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, “ნაპოლი” აქამდე სერია ა-ს გამარჯვებული ორჯერ 1986/1997 და 1989/1990 წლებში გახდა.

 
 
 
“რა მაგარი სეზონი ჰქონდა კვარას” - 433 “ნაპოლის” ჩემპიონობას ეხმაურება
 
“რა მაგარი სეზონი ჰქონდა კვარას” - 433 “ნაპოლის” ჩემპიონობას ეხმაურება 

იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლი” “უდინეზეს” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და შედეგად, “პარტენოპეიმ” ჩემპიონობა გაინაღდა.

“პარტენოპეიმ” გამარჯვება ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა.

ცხადია, განსაკუთრებით ბედნიერია საქართველო, რადგან “ჯვაროსნების” მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო სეზონში სერია ა-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ცნობილმა ევროპული გვერდმა, 433-მა ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო პოსტი მიუძღვნა მსგავსი სათაურით:

“რა მაგარი სეზონი ჰქონდა კვარას” - წერს 433.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ამ ეტაპისთვის 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

 
 
PHOTO: "უფლის იწამე მარად" - როგორი ჟესტით აღნიშნავს კვარა ჩემპიონობას
 
PHOTO: "უფლის იწამე მარად" - როგორი ჟესტით აღნიშნავს კვარა ჩემპიონობას
 

როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის შემდეგ “ნაპოლიმ” სერია ა-ს ტიტული დაისაკუთრა.

”პარტენოპეის” ქართველმა ლეგიონერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ჩემპიონობის შემდეგ ლირველი ფოტო გაავრცელა:

 
 
 
 
 
 
დე ლაურენტისი: "ვთქვი, რომ 10 წელიწადში სკუდეტოს მოვიგებდით და ეს შევძელით!"
 
დე ლაურენტისი: "ვთქვი, რომ 10 წელიწადში სკუდეტოს მოვიგებდით და ეს შევძელით!"
 

33-წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლი" სერია ა-ს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდს ტიტული მოუტანა.

ნეაპოლელებმა ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, "უდინეზესთან" გაიფორმეს. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის მეუბნებოდით, რომ გინდოდათ ჩემპიონობა. და ჩვენ მოვიგეთ! ჩვენ მოვიგეთ ერთად. კვირას, ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ დიდი წვეულება გვექნება. ყველას მადლობას გიხდით!

ეს არის დამაგვიგვინებელი დღე 33-წლიანი მოლოდინის. როდესაც აქ მოვედი, ვთქვი, რომ 10 წელიწადში ევროტურნირზე გავიდოდით, რაც გავაკეთეთ. შემდეგ ვთქვი, რომ 10 წელიწადში სკუდეტოს მოვიგებდით და ესეც გავაკეთეთ!

ახლა, ტიტული ახლიდან უნდა მოვიგოთ, შემდეგ კიდე ახლიდან, ახლიდან და ასე.

წლების განმავლობაში, ამ გუნდს დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა და ჩვენ გვჭირდებოდნენ ფეხბურთელები, ვინც ამას გაუმკლავდებოდა. ადამიანები, რომლებიც მსუბუქად იფრენდნენ და არ შეგვაფერხებდნენ.

პროექტი არ შეჩერებულა, ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ სეზონშიც ლუჩანო სპალეტისთან ერთად ვიქნებით",
 - განაცხადა დე ლაურენტისმა.

 
 
 
 
“დამანგრეველი დუეტია” - მარიო ბალოტელი ხვიჩაზე და ოსიმენზე
 
“დამანგრეველი დუეტია” - მარიო ბალოტელი ხვიჩაზე და ოსიმენზე

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სკუდეტო ოფიციალურად ჩაიგდო ხელთ.
იტალიური ფეხბურთის გამორჩეულმა მოთამაშემ, მარიო ბალოტელიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონობა მიულოცა:
“რა შემიძლია ვთქვა? დამამგრეველი დუეტია” - წერს ბალოტელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “პარტენოპეი” სერია ა-ს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა

 
 
 
კვარას მიმართ კრიტიკა არ წყდება: "პირველ რიგში ხვიჩას ვგულისხმობ, რომელიც მხოლოდ თავისთვის თამაშობს და..."
 
კვარას მიმართ კრიტიკა არ წყდება: "პირველ რიგში ხვიჩას ვგულისხმობ, რომელიც მხოლოდ თავისთვის თამაშობს და..."
 

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ მედიასთან ისაუბრა:

“ბოლო პერიოდში “ნაპოლის” მექანიზმი არეულია. პარტენოპეი ჩემპიონატში კვლავ საუკეთესო გუნდია, თუმცა გარკვეულმა მოთამაშეებმა თამაშს მოუკლეს.

პირველ რიგში, კვარაცხელიას ვგულისხმობ, რომელიც მხოლოდ თავისი თავისთვის თამაშობს და არა გუნდისთვის. ის ხშირად ინდივიდუალურად ცდილობს თავის გამოჩენას. ხშირად მიმართავს დრიბლინგს, მაშინაც, როცა ამის საჭიროება არ არის.” - განაცხადა ფედელემ.

ცნობისთვის,ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

რა შეიძლება შემოგვთავაზოს ალეგრიმ “სპორტინგთან” მატჩში
 
რა შეიძლება შემოგვთავაზოს ალეგრიმ “სპორტინგთან” მატჩში

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალეგრი "სპორტინგთან" მატჩში საინტერესო გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.

მასიმილიანო აპირებს, რომ კიეზა-ვლაჰოვიჩი-დი მარიას ტრიოთი შეუტიოს პორტუგალიურ კლუბს პირველივე წუთებიდან და დაუბრუნდეს ძველ ფორმაციას.

თუმცა, აქ არის ერთი დიდი პრობლემა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად იქნება მზად დუშანი ამ დაპირისპირებისთვის, რადგან სერბმა "ლაციოსთან" ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა ევროპა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

აქვე გეტყვით, რომ ეს დაპირისპირება  ხუთშაბათს გაიმართება, ჩვენი დროით 23:00 - ზე

 

 
 
ლუის ენრიკე “ჩელსის” ჩაბარებასთან ახლოს იყო! - რა მოხდა რეალობაში
 
ლუის ენრიკე “ჩელსის” ჩაბარებასთან ახლოს იყო! - რა მოხდა რეალობაში
 

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" რამდენიმე დღის წინ 47 წლის სპეციალისტი, გრემ პოტერი გაათავისუფლა.

მას შემდეგ, ბრიტანული გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად, ფრენკ ლამპარდი დაინიშნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ლუის ენრიკე "ჩელსიში" გადავსვლსთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა თოდ ბოილიმ და ეგბალიმ გადაწყვიტეს, რომ ლამპარდი დაებრუნდებინათ.

ცნობისთვის, ფრენკ ლამპარდს "ჩელსიში" არცისე სახარბიელო ხელახალი დებიუტი ჰქონდა, მისმა გუნდმა "ვულვზთან" მინიმალური სხვაობით 1:0 მარცხი იწვნია.

 
 
ცნობილია! - როდის მიიღებს ბუსკეტსი გადაწყვეტილებას
 
ცნობილია! - როდის მიიღებს ბუსკეტსი გადაწყვეტილებას
 

როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარულ ესპანელ ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტსს კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ MLS-ის ბინადარი, "ინტერ მაიამი" ვეტერანი ფეხბურთელის ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუსკეტსი გადაწყევტილებას ამ კვირაში მიიღებს.

ამავე წყაროს ცნობით, 34 წლის მოთამაშის გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტულ ასპექტებზე იქნება გათვლილი და ეს ჩავიმ იცის.

ცნობისთვის, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 
 
ადრიან რაბიო: “ჩემი საუკეთესო სეზონია”
 
ადრიან რაბიო: “ჩემი საუკეთესო სეზონია”
 

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა, ადრიენ რაბიომ "ლაციოსთან" მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა.

"პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, ვერ მოვიგეთ დუელები, ყველა ბურთი დავკარგეთ, მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ პირველი ტაიმი სამარცხვინო იყო. 

არ ვიცი, ასეთი სხვაობა რით ავხსნა, მაგრამ რეაქცია გვქონდა, მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო, თუმცა არასაკმარისი.

ჩემი საუკეთესო სეზონია, ძალიან გავიზარდე, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში. 

ბევრს ვმუშაობ გოლების გატანაზე, ნახევარდაცვაში ლიდერობაზე, როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში. ჩემი სეზონით კმაყოფილი ვარ, ყოველთვის ვცდილობ გუნდს 100%-ით დავეხმარო", - თქვა რაბიომ.

 

 
 
“ჩელსი” ფელიქსის შეძენას გეგმავს
 
“ჩელსი” ფელიქსის შეძენას გეგმავს
 

"ჩელსიმ" ჟოაო ფელიქსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით დაიმატა ზაფხულამდე მადრიდის "ატლეტიკოდან."

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატებმა" პორტუგალიელი ვარსკვლავის მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

წყაროს მტკიცებით, თოდ ბოილის და მის გუნდს უნდა, რომ ჟოაო დარჩეს ლონდონში და ამისთვის ყველაფერს იზამენ.

უდიდესი ალბათობით, ესპანური კლუბი დიდ თანხას მოითხოვს შემტევის საბოლოოდ გასაყიდად, თუმცა ამერიკელი ყველაფერზე არის წამსვლელი.

 

 
 
პოგბას დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილია
 
პოგბას დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილია
 

პოლ პოგბა 13 აპრილს, "სპორტინგთან" მატჩისთვის განაცხადში იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას Sky Italia ავრცელებს.

"ის ემზადება, რათა იუვენტუსს სპორტინგის წინააღმდეგ, ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში დაეხმაროს", - წერს გამოცემა.

მას კუნთის პრობლემა აღარ აწუხებს, გუნდთან ერთად სრული დატვითვით ვარჯიშობს და სავარაუდოდ, ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

 
 
 
 
“რუბინის” მედია მენეჯერი: “ხვიჩა ძალიან გაზრდილია”
 
“რუბინის” მედია მენეჯერი: “ხვიჩა ძალიან გაზრდილია”
 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია წლების განმავლობაში ყაზანის "რუბინის" ღირსებას იცავდა.

რუსული გუნდის მედიის მენეჯერმა, ივან ბოდილევსკიმ ქართცელო ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:

 ხვიჩასთან ვკონტაქტობ ხოლმე, მას დღესასწაულებს და დაბადების დღე ვულოცავ. ახალ წლამდე ხშირად ვკონტაქტობდით. ის მეუბნებოდა, რომ ყვეკაფერი კარგად იყო, გულშემატკივრებით, სტაფითა და თანაგუნდელებით ძალიან კმაყოფილი იყო.

ახლა რომ ვაკვირდები, ძალიან გაზრდილი. პატარა ბიჭი დიდი კაცად იქცა. ვიდეობიდან ჩანს ყველაფერი, მხიარული ბიჭი დასერიოზულდა.

მახსოვს, როგორ მოვიდა ელექტრო სკუტერით ბაზაზე და იქ ატარებდა, დღეს? ამას აღარ გააკეთებს, რადგან შეიძლება მოწყობილობა გაფუჭდეს და თვითონ ხვიჩა დაშავდეს. აშკარაა, რომ დარბაზში ვარჯიშს მოუმატა, ძალიან გაიზარდა და გაძლიერდა." - განაცხადა ბოდილევსკიმ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

 
 
“ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლობა “მილანის” წინააღმდეგ
 
“ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლობა “მილანის” წინააღმდეგ
 

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში შინ "მილანს" მიიღებს.

"პარტენოპეის" ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნიგერიელი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი დააკლდება.

წარმოგიდგენთ Footballnews.ge-ს მიერ დასახელებულ სავარაუდო შემადგენლობას:

მეკარე: ალექს მერეტი

მცველები: მატიას ოლივეირა, კიმ მინ ჯე, ამირ რაჰმანი, ჯოვანი დი ლორენცო

ნახევარმცველები: პიოტრ ჟიელინსკი, სტანისლავ ლობოტკა, ზამბო ანგისა

შემტევები: მატეო პოლიტანო, ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე.

ცნობისთვის, შეხვედრა 2 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება. 

 
 
 
“ნაპოლის” ლეგენდარული მასაჟისტი: “კვარაცხელიას მარადონას დონემდე მისვლა შეუძლია”
 
“ნაპოლის” ლეგენდარული მასაჟისტი: “კვარაცხელიას მარადონას დონემდე მისვლა შეუძლია”
 

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშია სრულიად საფეხბურთო სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია.

"ნაპოლის" ლეგენდარულმა მასაჟისტმა, სალვატორე კარმანდომ ხვიჩასა და დიეგო მარადონას შედარებაზე ისაუბრა 

"ხვიჩა კვარაცხელია? ის ბრწყინვალედ გამოიყურება. ამ მოთამაშე მართლაც შეუძლია, რომ დიეგოს დონემდე და სახელამდე მივიდეს. თუმცა, ჯობია მასზე ზემოქმედება არ მოვახდინოთ და თამაში ვაცადოთ." - განაცხადა კარმანდომ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

 
 
 
 
ვინ შეცვლის ოსიმენს მომდევნო მატჩებში - სპალეტის გეგმა ცნობილია
 
ვინ შეცვლის ოსიმენს მომდევნო მატჩებში - სპალეტის გეგმა ცნობილია
 

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ცეტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია, რის გამოც ის დაახლოებით 20 დღეს იუქმებს.

ბუნებრივია, ნიგერიელი "მილანთან" შეხვედრას როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ წრეშიც გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმციით, ლუჩანო სპალეტის აქვს გეგმა, თუ ვინ უნდა შეცვალოს ვიქტორი აღნიშნულ მატჩებში.

როგორც ირკვევა, ნიგერიელის არ ყოფნაში თავის გამოჩენის შანსს ჯოვანი სიმეონე მიიღებს, რომელსაც შანსების კარგად გამოყენება ნამდვილად კარგად ეხერხება.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" რიგებში მონაწილეობა 25 თამაშში მიიღო, 8 გოლის გატანა შეძლო.

 

 
 
 
 
“ჩელსი” რეალური კანდიდატია! - “არისტოკატებს” ოსიმენის დამატება უნდათ
 
“ჩელსი” რეალური კანდიდატია! - “არისტოკატებს” ოსიმენის დამატება უნდათ
 

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" შემადგენლობაში, 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი ბრწყინვალედ გამოიყურება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ნიზარ კინშელას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსი" მთავარი კანდიდატია, რომ ოსიმენი დაიმატოს.

საგულისხმოა, რომ ვიქტორის შეძენით “მანჩესტერ იუნიატედიც” ინტერესდება.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ახალგაზრდა ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

 
 
ცნობილია! - რა სურს რომელუ ლუკაკუს
 
ცნობილია! - რა სურს რომელუ ლუკაკუს
 

როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის ბელგიელი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ იჯარის წესით "ინტერში" ასპარეზობს.

ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ბელგიელ სუპერვარსკვლავს გასულ სეზონში "ჩელსისთან" საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა.

გავლენიანი იტალიური სააგენტოს, La gazzeta dello sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუს შეხედულება არ შეუცვლია.

29 წლის ფეხბურთელის მთავარი მიზანი კვლავ ქალაქ მილანში თამაში გახლავთ.

ცნობისთვის, ლუკაკუს გამორჩეული სანაკრებო პაუზა ჰქონდა, გამოცდილმა ფეხბურთელმა 2 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.

 
 
 
“იუვენტუსი” მოდრიჩის გადაბირებას გეგმავს
 
“იუვენტუსი” მოდრიჩის გადაბირებას გეგმავს
 

Calciomercato - ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" ზაფხულში ლუკა მოდრიჩის უფასოდ გადაბირებას ეცდება.

წყაროს მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ხორვატმა შუახაზელმა "რეალთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, ტურინული კლუბი აქტიურად იმუშავებს მის ტრანსფერზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება ლუკას მომავალი და რას გადაწყვეტს იგი.

ნამდვილად საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა მოდრიჩს "ბებერი ქალბატონის" რიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

 

 
 
რას გეგმავს პაბლო გავი? - უახლესი ცნობები
 
რას გეგმავს პაბლო გავი? - უახლესი ცნობები

 

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" Fair Play-ის პრობლემა შეექმნა, რის გამოც პაბლო გავის 6 ნომრის დათმობა და 30 ნომერზე დაბრუნება მოუწია. 

ამავდროულად 18 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" მთავარ გუნდში დარეგისტრირებუკი აღარ არის.

ცხადია, აღნიშნული პროცესები ფეხბურთელზე მაინცდამაინც დადებითად არ მოქმედებს. 

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაბლო გავი მოლოდინის რეჟიმშია.

კლუბი ფიქრობს, რომ ყველაფერი მოგვარდება და ისინი ფეხბურთელის დარეგისტრირებას მოახერხებენ.

ცნობისთვის, გავი "ბარსელონას" დატოვებას არ განიხილავს.

 
 
“რა გახანგრძლივებაზე მესაუბრებით?” - “ნაპოლის” ბოსი კვარაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
 
“რა გახანგრძლივებაზე მესაუბრებით?” - “ნაპოლის” ბოსი კვარაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
 

როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტაქტს გააფორმებს.

 სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ჰკითხეს:

 "კი, მაგრამ რომელი გახანგრძლივება, როდესაც 5-წლიანი კონტრაქტი გვაქვს? ისე იქცევით, თითქოს ჟურნალისტების სანახაობის ნაცვლად ბინძურ ფულზე საუბრობთ." - უპასუხა ლაურენტისმა.

 ცნობისთვის, ხვიჩას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე არის გათვლილი.

 
 
 
ნაპოლი” VS “სპეცია” - ფეხბურთელთა შეფასებები
 

სერია ა-ს 21-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და ანგარიშით 0:3 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 21 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩამ გავლენიანი გამოცემა Whoscored-ის მიხედვით 8.6 შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ "პარტენოპეის" ყველა ფეხბურთელის შეფასება

ალექს მერეტი - 7.3

მარიო რუი - 7.4

კიმ მინ ჯე - 7.1

ამირ რაჰმანი - 7.6

ჯოვანი დი ლორენცო - 6.8

პიოტრ ჟელინსკი - 6.3

სტანისლავ ლობოტკა - 7.2

ზამბო ანგისა - 7.8

ხვიჩა კვარაცხელია - 8.6

ვიქტორ ოსიმენი - 9.1

ირვინგ ლოზანო - 6.4

 
 
აბრაჰამი: "რომა" იმ გუნდს ჰგავდა, რომელსაც ჩემპიონობა შეუძლია"
 
აბრაჰამი: "რომა" იმ გუნდს ჰგავდა, რომელსაც ჩემპიონობა შეუძლია"

 

იტალიურმა "რომამ" ორმატჩიანი წაგებათა სერია დღეს "ემპოლის" წინააღმდეგ დაასრულა. "ჯალაროსის" სერია ა-ში "ნაპოლის", ხოლო იტალიის თასზე "კრემონეზეს" წინააღმდეგ ჰქონდა წაგებული, ამიტომ დღეს გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდა. ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა ეს მისია შეასრულეს.

"ლურჯებს" რომაელებმა საქმე შეხვედრის პირველ 6 წუთში მოუმთავრეს. ჯერ თავი როხერ იბანიესმა გამოიჩინა, შემდეგ კი ტამი აბრაჰამმა შეაგდო.

ინგლისელი თავდამსხმელის მიერ "სტადიო ოლიმპიკოზე" გატანილი ბოლო გოლი ქომაგს 200 დღის წინ ენახა. ეს ნავსი აბრაჰამმა დღეს გატეხა და DAZN-თან სწორედ ამის შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამას დიდხანს ვუცდიდი. გასულ სეზონში ამ სტადიონზე საკმაოდ ბევრი გოლი შევაგდე, ამ სეზონში პირველის გატანას კი მოუთმენლად ველოდებოდი.

ჩვენი ფანების წინ დღეს ორი ან სამი თავური უნდა გამეტანა, მაგრამ ამ 1 გოლითაც და აღებული 3 ქულითაც დავკმაყოფილდები. იმედია, გავაგრძელებ საშინაო მატჩებში გოლების მითვლას.

პირველ 25-30 წუთში ჩვენ ვგავდით იმ გუნდს, რომელსაც ჩემპიონატის მოგება შეუძლია. ასე უნდა გავაგრძელოთ და გამარჯვებები მოვიპოვოთ," - თქვა ტამიმ.

სერია ა-ს 21 ტურში "ჯალაროსის" 40 ქულა აქვს აღებული, მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება. 

 
 
 
არტეტა: "დღეს ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად მიყვარს"
 
არტეტა: "დღეს ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად მიყვარს"

 

ლონდონის "არსენალმა" მიმდინარე სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი. ასოციაციის თასიდან "მანჩესტერ სიტისთან" მარცხით გამოვარდნის შემდეგ, "მეთოფეებს" ამჯერად ფეხი პრემიერ ლიგაში, "ევერტონის" წინააღმდეგ დაუცდათ.

"გუდისონ პარკზე" გამართული მატჩის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა. თავი ჯეიმს ტარკოვსკიმ გამოიჩინა, რომელმაც აარონ რემსდეილის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა.

"კანფეტებს" ამ შეხვედრაში პირველად გაუძღვა გამოცდილი სპეციალისტი შონ დაიჩი. "ბარნლის" ყოფილი მესაჭის მერსესაიდული დებიუტი მეტად წარმატებული გამოდგა, რამეთუ მან თავისი ახალგაზრდა ვიზავი მიკელ არტეტა პირწმინად დაჯაბნა.

"მეთოფეთა" ესპანელმა თავკაცმა მატჩის შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა და თავის ფეხბურთელებს მხარდაჭერა აღუქთვა.

"ბურთს ვფლობდით, მაგრამ მოედნის ფინალურ მესამედში ხარისხი და ცივსისხლიანობა დაგვაკლდა. საგოლე შანსები მრავლად შევქმენით, მაგრამ გაშვებულმა გოლმა თამაში შეანელა და საქმეც გაგვირთულა.

მეტი სიმშვიდე და თამაშის ემოციური კონტროლი გვჭირდებოდა. ძალიან ბევრი ზედმეტი ჯარიმა ავიღეთ. მეტოქესაც სწორედ ეს უნდოდა.

დღეს ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ერთი კვირის ან თვის წინ. მარტივია მათ გვერდით დგომა, როცა იგებენ. თითოეული მათგანით ვამაყობ. ისინი ამას იმსახურებენ.

წინ ვარდებით მოფენილი გზა არ გველოდება. ეს რთული იქნება და იმაზე გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე დღეს," - თქვა არტეტამ.

"არსენალი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველობას ინარჩუნებს და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 5 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრა "მეთოფეებს" 11 თებერვალს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ექნებათ.

 
 
 
 
პედრიმ "ბარსაში" გატანილი თავისი საყვარელი გოლი დაასახელა
 
პედრიმ "ბარსაში" გატანილი თავისი საყვარელი გოლი დაასახელა
 

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა ვებსაიტ Weibo-ს მისცა ინტერვიუ.

სხვა მრავალ საკითხთან ერთად, 20 წლის ვარსკვლავმა პაბლო გავისთან ურთიერთობის, თავისი საყვარელი გოლისა და ჩავისგან მიღებული რჩევების შესახებ ისაუბრა:

"გავისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვარჯიშებზე დროს ერთად ხშირად ვატარებთ. იმის გამო, რომ გავის მართვის მოწმობა ჯერ არ აუღია, მანქანით მე დამყავს ხოლმე. ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. იგი გუნდში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია."

"ჩემი საყვარელი გოლი "ბარსელონაში"? ყველა განსაკუთრებულია, მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, "სევილიასთან" შორი მანძილიდან გატანილ გოლს დავასახელებდი. იმ გოლმა 3 ქულა მოგვიტანა."

"ჩავიმ 10 გოლის გატანა მთხოვა. განსავითარებელი კიდევ ბევრი რამ მაქვს."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პედრის ანგარიშზე უკვე 6 გოლია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 5-ჯერ ლა ლიგაში შეაგდო, ერთი გოლიც კი ესპანეთის სუპერთასის ფინალში გაიტანა.

 

 
 
"ბარსელონა" ობამეიანგს აბრუნებდა - რამ შეუშალა ტრანსფერს ხელი
 
"ბარსელონა" ობამეიანგს აბრუნებდა - რამ შეუშალა ტრანსფერს ხელი
 

გუშინ დადასტურდა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოიღო. გაბონელს "სტემფორდ ბრიჯზე" საქმეები უფრო და უფრო ცუდად მისდის. ამ ფონზე, მისთვის კიდევ უფრო გულდასაწყვეტი უნდა იყოს ის მოვლენები, რომლებიც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე განვითარებულა.

ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, იანვარში ობას "ბარსელონაში" დაბრუნების საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა.

Diario AS-ის რეპორტიორი წერს, რომ გამოცდილი ცენტრფორვარდის დაბრუნებას პირადად ჩავი ერნანდესი ითხოვდა.

"ბარსამ" დასტური მიიღო ფიფასგანაც, მაგრამ ტრანსფერის განხორციელებას ხელი მაინც შეეშალა. დამნაშავე კვლავაც ლა ლიგა გამოდგა, რომლის რეგულაციებმაც 33 წლის შემტევის კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ხილვა შეუძლებელი გახადა.

არადა, მემფის დეპაის "ატლეტიკოში" წასვლამ კატალონიელთა შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად შეასუსტა, პიერ-ემერიკი კი ამის გამოსასწორებლად შესანიშნავი კადრი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ობამ "ბარსელონაში" 7 თვე გაატარა. აქ ჩატარებულ 24 მატჩში მან თავი 13 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება "ჩელსის", იქ მისი მონაგარი 3 გოლი და 1 ასისტია.

 
 
 
 
დი ლაურენტისის დაპირება ფეხბურთელებს - პრეზიდენტი საჩუქარს ამზადებს
 
დი ლაურენტისის დაპირება ფეხბურთელებს - პრეზიდენტი საჩუქარს ამზადებს
 

"ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ნანატრ სერია ა-ს ტიტულთან ძალიან ახლოსაა - 53 ქულით ლუჩიანო სპალეტის გუნდი გათამაშების ცხრილს დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს.

ამავდროულად, "ნაპოლი" წარმატებით ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზეც - 1/8 ფინალურ ეტაპზე მათი მეტოქე ფრანკფურტის "აინტრახტი" იქნება. 

Il Mattino იტყობინება, რომ აურელიო დი ლაურენტისი "ნაპოლის" ფეხბურთელებს საჩუქარს დაპირდა - პრეზიდენტი პირადად გაესაუბრა ჯოვანი დი ლორენცოს და უთხრა, რომ თუ ლიგის 1/4 ფინალში გავლენ, თითოეული ფეხბურთელი საჩუქარს მიიღებს.

როგორც ირკვევა, ამ ინფორმაციამ ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია მისცა, რომელიც ისედაც არ აკლდათ. 

"ნაპოლისა" და "აინტრახტის" პირველი შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება.

 
 
 

"ნაპოლის" ფეხბურთელთა შეფასებები პირველი ტაიმის მიხედვით
 
"ნაპოლის" ფეხბურთელთა შეფასებები პირველი ტაიმის მიხედვით

 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სერია ა-ს მეოცე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც "ნაპოლი" "რომას" მინიმალური სხვაობით ამარცხებს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით შეაგდო.

პირველ ტაიმში "პარტენოპეის" ფეხბურთელთა მოქმედებები SOFASCORE-მა შემდეგი ქულებით შეაფასა:

ალექს მერეტი - 6.8

ჯოვანი დი ლორენცო - 6.5

ამირ რაჰმანი - 6.9

კიმ მინ ჯაე - 7.0

მარიო რუი - 7.2

ზამბო ფრანკ ანგისა - 6.5

სტანისლავ ლობოტკა - 6.9

პიოტრ ჟიელინსკი - 7.0

ირვინ ლოსანო - 7.1

ვიქტორ ოსიმენი - 6.8

ხვიჩა კვარაცხელია - 6.8

 
 
როგორი შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში
 
როგორი შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

 

იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "რომას" მძიმე ბრძოლაში მოუგო, ანგარიშით 2:1.

ნეაპოლელები ვიქტორ ოსიმენის მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა 75-ე წუთზე სტეფან ელ შაარავიმ გამოიჩინა თავი და წონასწორობა აღადგინა. თითქოს ყველაფერი ყაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 4 წუთით ადრე, გადამწყვეტი ბურთი ჯოვანი სიმეონემ შეაგდო.

შეხვედრა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა "პარტენოპეის" ქართველი ლეგიონერისთვის. მართალია, ხვიჩა კვარაცხელიამ ოსიმენის გოლის ეპიზოდში ასისტი მიითვალა, თუმცა მას საკმაოდ ბევრი უზუსტობაც ჰქონდა და არც ისეთი სახიფათო გახლდათ, როგორსაც მისგან ვართ მიჩვეული.

კვარამ მოედანზე სულ 69 წუთი გაატარა. ხვიჩას მიერ ამ დროში ნაჩვენები თამაში Whoscored-მა 6.9 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა ქართველს 6.8 ქულა დაუწერა.

აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას მონაგარი უკვე 7 გოლსა და 8 ასისტს შეადგენს.

 

 
 
 
სერია ა-ს პირველი წრის სიმბოლური გუნდი - ვინ მოხვდა თერთმეტეულში
 
სერია ა-ს პირველი წრის სიმბოლური გუნდი - ვინ მოხვდა თერთმეტეულში
 

 

იტალიის სერია ა-ში პირველი წრე ჩამთავრდა. ლიდერი "ნაპოლია", რომელიც მეორეადგილოსან "მილანს" მთელი 12 ქულით უსწრებს და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

"ნაპოლის" დომინაცია Tuttomercatoweb-ის მიერ შედგენილ სიმბოლურ თერთმეტეულშიც იგრძნობა. პირველი წრის საუკეთესო 11 ფეხბურთელიდან 5 სწორედ "პარტენოპეის" წარმომადგენელია. ბუნებრივია, მსგავსი მაჩვენებლით სხვა ვერცერთი გუნდი დაიკვეხნის.

სიმბოლურში ყველაზე მაღალი რეიტინგი ვიქტორ ოსიმენს აქვს - ნიგერიელი 7.20 ქულითაა შეფასებული. "ნაპოლის" ცენტრფორვარდს მისივე თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია მოსდევს, 6.90 ქულით.

თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: გილიელმო ვიკარიო (ემპოლი, 6.58)

მცველები: პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა, 6.30), კიმ მინ ჯე (ნაპოლი, 6.39), კრის სმოლინგი (რომა, 6.31), მარიო რუი (ნაპოლი, 6.37)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი, 6.42), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი, 6.50), ლუის ალბერტო (ლაციო, 6.43)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, 6.90), პაულო დიბალა (რომა, 6.85), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, 7.20)

 
 
 
"რეალი" ასენსიოს 4-წლიან კონტრაქტს უფორმებს
 
"რეალი" ასენსიოს 4-წლიან კონტრაქტს უფორმებს
 

დღეს, ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის მარკო ასენსიოს შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა ესპანელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუმზადეს.

როგორც იწერება, "ბლანკოსმა" მარკოს ხელშეკრულების 2027 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა.

გარდა ამისა, 27 წლის თავდამსხმელის ხელფასი იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო.

აქვე გეტყვით, რომ ასენსიოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანელ ფორვარდისადმი ინტერესს "ბარსელონა" გამოხატავს.

 
 
 
"ბარსას" ჟოაუ ისევ ახსოვს - რას აპირებენ კატალონიელები ზაფხულში
 
"ბარსას" ჟოაუ ისევ ახსოვს - რას აპირებენ კატალონიელები ზაფხულში
 

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "ატლეტიკომ" ჟოაუ ფელიქსი ლონდონის "ჩელსიში" გაანათხოვრა, თუმცა "ჩელსი" არ ყოფილა ერთადერთი კლუბი, რომელსაც "როხიბლანკო" პორტუგალიელი შემტევის შესახებ ამ დღეებში ესაუბრა.

SPORT-ის ინფორმაციით, მაშინ, როცა "ბარსელონა" და "ატლეტიკო" მემფის დეპაის ტრანსფერზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ფელიქსის საკითხიც გახლდათ დაყენებული.

ჟოაუს სეზონის ბოლოს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაბრუნება გარანტირებული აქვს, რადგან "ჩელსის" მისი გამოსყიდვის უფლება არ მიუღია. ვარაუდობენ, რომ ზაფხულში "ინდიელები" მის გაყიდვას ეცდებიან და სწორედ ეს წარმოადგენს "ბლაუგრანას" დაინტერესების საგანსაც.

"ბარსას" კარგი ურთიერთობა აქვს ჟოაუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს.

მენდეშმა "ლურჯ-ბროწეულისფერთ" შეიძლება გამოუძებნოს ფორმულა, რომელიც მათ 23 წლის შემტევის დამატების საშუალებას იძენს. ეს რომ მარტივი არ იქნება, თავიდანვე ნათელია, თუმცა "ბარსას" მაისურით თამაშის პერსპექტივა ფელიქსს ძალიან ხიბლავს.

ჟოაუ კარგად ჩაჯდება 4-3-3 განლაგებაში და კატალონიური გრანდის წინა ხაზს რობერტ ლევანდოვსკისთან და უსმან დემბელესთან ერთად დააკომპლექტებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "ჩელსის" მაისურით თავისთვის სადებიუტო მატჩში გააძევეს და იგი ახლა 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის. "ატლეტიკოს" რიგებში ჟოაუმ ამ სეზონში 5 გოლის გატანა მოასწრო.

 

 
 
"რეალს" ედინ ჯეკო შესთავაზეს
 
"რეალს" ედინ ჯეკო შესთავაზეს
 
როგორც მოგეხსენებათ, მომავალი ზაფხულისთვის მადრიდის "რეალი" კარიმ ბენზემას შემცველილის მოყვანასა და ფორვარდის ყიდვას გეგმავს.

 ბუნებრივია, მედიაში "სამეფო გუნდს" უკვე არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს და ერთ-ერთი მათგანი მილანის "ინტერის" შემტევიც იყო.

 საუბარია ედინ ჯეკოზე, რომლის აგენტმა საკუთარი კლიენტი "ბლანკოსს" შესთავასზა.

მიუხედავად ამისა, ბოსნიელ თავდამსხმელთან დაკავშირებით მადრიდელებს მკაფიო პოზიცია აქვთ. როგორც ირკვევა, მათ 36 წლის მოთამაშის დამატება არ სურთ.

ასე რომ, საინტერესო იქნება, თუ ვის შეიძენს "რეალი" ბენზემას შემცვლელად.

 
 
 
სერხიო ბუსკეტსის მომავალი ბუნდოვანია
 
სერხიო ბუსკეტსის მომავალი ბუნდოვანია
 

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო ბუსკეტს სეზონის ბოლოს კატალონიის "ბარსელონას" დატოვება სურდა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხუან მარტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად "ბარსელონას" ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება სურს. ფეხბურთელის გარემოცვას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.

თავისმხრივ, მართალია ნელა, თუმცა მაინც პროგრესირებს იმის შანსი, რომ ბუსკეტსმა მომავალი სეზონიდან "ინტერ მაიამიში" ითამაშოს.

ასე რომ, წინ ძალიან დიდი ამბები გველოდება.

 

 
 
საინტერესო ამბავი! - ფელიქსის კონტრაქტში საინტერესო დეტალია
 
საინტერესო ამბავი! - ფელიქსის კონტრაქტში საინტერესო დეტალია
 

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "ატლეტიკოდან" 6 თვიანი იჯარით პორტუგალიელი ფეხბურთელი, ჟოაო ფელიქსი დაიმატა.

The Athetlic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატებს" ზაფხულში ფელიქსის ყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

გავრცელებული ცნობებით კონტრაქტში არსებობს ისეთი პუნქტი, რომელიც ფელიქსის "ჩელსიში" სრულფასოვან ტრანსფერს ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "ფულემთან" სადებიუტო შეხვედრაში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და მოედანს "ვესტ ჰემთან" მატჩი დაუბრუნდება.

 
 
 
ვლაჰოვიჩმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს
 
ვლაჰოვიჩმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს
 

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "იუვენტუსს" სერია ა-ში 15 ქულა დააკლეს

სწორედ ამის გამო, შესაძლოა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს და ბევრმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვოს კლუბი.

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყურადღება უნდა მივაქციოთ დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაციას.

წყაროს მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ზაფხულში, უდიდესი ალბათობით, სერბი ფორვარდი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფეხბურთელი. წესით და რიგით ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული.

 
 
 
“ჩელსი” მალო გუსტოს შეძენით ინტერესდება
 
“ჩელსი” მალო გუსტოს შეძენით ინტერესდება
 

ნაყოფიერი სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "ჩელსის" ბოსი, თოდ ბოილი მორიგი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსიმ" მალო გუსტოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ცნობისთვის, 19 წლის მოთამაშე "ლიონში" ასპარეზობს. გუსტომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვს გეტყვით იმასაც, რომ გავლენიანი გამოცემა Transfermarkt მალო გუსტოს 15 მილიონ ევროდ აფასებს

 
 
 
დანილომ “იუვეს” ფანებს მოუბოდიშა
 
დანილომ “იუვეს” ფანებს მოუბოდიშ
 

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ტურინის "იუვენტუსი" "ატალანტას" დაუპირისპირდა, შეხვედრა დრამატულად წარიმართა და ფრედ, 3:3 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "ბებერი ქალბატონის" მარჯვენა მცველმა დანილომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქომაგებს მოუბოდიშა.

"ძალიან ვწუხვარ, რადგან ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელმაც გუნდი რთულ სიტუაციაში ჩააგდო. მინდა მადლობა გადავუხადო მოთამაშეებსაც, რომლებმაც არაფერი დათმეს და ბოლომდე იბრძოლეს.

 
 
 
 
“ჩელსი” ჰარი კეინის შეძენით დაინტერესდა
 
“ჩელსი” ჰარი კეინის შეძენით დაინტერესდა
 

დღეს მათ ლოუმ "ჩელსისთან" დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ავტორიტეტული და გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტის მტკიცებით, თოდ ბოილი ჰარი კეინის ტრანსფერს ძალიან აქტიურად განიხილავს.

"ჩელსის" ამერიკელი მფლობელი ინგლისელი მეგა ფორვარდის შეძენაზე ყოველთვის ფიქრობს და ეს მისი ოცნებაა.

უდიდესი ალბათობით, ჰარი "ტოტენჰემს" სეზონის ბოლოს დატოვებს და მისი მომავალი გუნდი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ნაკლებად წარმოსადგენია კეინის ლურჯებში ხილვა, რადგან ამაზე დიდ უარს აცხადებენ "მამლები", თუმცა დიდი თანხის დადების შემთხვევაში ბოილის შანსები ექნება.

ჯერჯერობით ფავორიტად "ბაიერნს" აცხადებენ, მაგრამ ნამდვილად საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. 

 

 
 
“მილანს” დესტის შენარჩუნება სურს
 
“მილანს” დესტის შენარჩუნება სურს
 

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონამ" "მილანში" ახალგაზრდა ამერიკელი მცველი, სერჟინიო დესტი გაანათხოვრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდად "როსონერის" 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, აშრაფ ბენ აიადის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით "ბარსელონასთან" მოლაპრაკებებს გეგმავს.

ცნობისთვის, სერჟინიო დესტმა მიმდინარე სეზონში "როსონერის" მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა.

 

 
 
ლონდონურ ჯახი! - “არსენალი” და “ჩელსი” რაისის შეძენით ინტერესდებიან
 
ლონდონურ ჯახი! - “არსენალი” და “ჩელსი” რაისის შეძენით ინტერესდებიან
 

დეკლან რაისი ზაფხულში "ვესტ ჰემს" დატოვებს. ინფორმაციას უამრავი ავტორიტეტული ჟურნალისტი ადასტურებს.

ჯეიკობ სტეინბერგის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი მომავალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილი ხდება.

წყაროს მტკიცებით, ახალგაზრდა ინგლისელ ვარსკვლავს ძალიან მოსწონს მიკელ არტეტას პროექტი და მზადაა "არსენალში" გადავიდეს.

მისით ძალიან აქტიურად ინტერესდება გრემ პოტერი და "ჩელსი", თუმცა, ამ მომენტისთვის, "მეთოფეები" ცალსახა ფავორიტები არიან.

აქვე გეტყვით, რომ თოდ ბოილი მის შეძენას გასულ ზაფხულში ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა, რადგან კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 
 
 
დი მარია: “იუვენტუსს ექსტრაორდინალური რაღაცეების გაკეთება შეუძლია”
 
დი მარია: “იუვენტუსს ექსტრაორდინალური რაღაცეების გაკეთება შეუძლია”
 

ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ანხელ დი მარიამ მედიასთან კლუბისა და საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"არ არის მარტივი, როდესაც 15 ქულას გაკლებენ, თუმცა "იუვენტუსს" ექსტრაორდინალური რაღაცების გაკეთება ნამდვილად შეუძლია.

როგორც ჯგუფი, ერთიანი უნდა დავრჩეთ, რა თქმა უნდა, ფანებთან ერთად - "იუვეს" აქვს მენტალიტეტი, რომელიც ოთხეულში გასვლაში დაგვეხმარება.

ჩემი სამომავლო გადაწყვეტილება ყოველთვის ოჯახზეა დამოკიდებული, ხოლო რაც შეეხება მათ - ისინი აქ ბედნიერები არიან," - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

 
 
 
ანდრეას კრისტენსენს დისკომფორტი აწუხებს
 
ანდრეას კრისტენსენს დისკომფორტი აწუხებს

 

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში შინ "ხეტაფე" მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ჩავი ერნანდესმა ანდრეას კრისტენსენი შეცვალა.

ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კრისტენსენმა ბარძაყის ძვლის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო, რაც მისი შეცვლის მიზეზი გახდა.

როგორც ირკვევა დანიელი ფეხბურთელის "რეალ სოსიედადთან" თამაში საეჭვოა.

ცნობისთვის, "ბარსელონამ" ამ გამარჯვებით ლა ლიგაში პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა. 

 
 
 
ცნობილია: რამდენი გახდება კვარაცხელიას ანაზღაურება ახალი კონტრაქტის მიხედვით
 
ცნობილია: რამდენი გახდება კვარაცხელიას ანაზღაურება ახალი კონტრაქტის მიხედვით
 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა 21 წლის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თამაში ბრწყინვალედ დაიწყო.

"პარტენოპეის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.

გავლენიანი იტალიური გამოცემა Il Mattino-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარა "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

აღნიშნული კონტრაქტის თანახმად ხვიჩას ხელფასი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის, ხვიჩას ამჟამდენელი ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს იღებს.

 
 
 
 
ანჩელოტი: "ბილბაოსთან" კამავინგამ ბრწყინვალედ ითამაშა"
 
ანჩელოტი: "ბილბაოსთან" კამავინგამ ბრწყინვალედ ითამაშა"

 

როგორც იცით, გუშინ მადრიდის "რეალი" "ბილბაოს" ატლეტიკს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული თამაშის შემდეგ, "სამეფო კლუბის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"მინდა, კამავინგას თამაში გამოვარჩიო, ვინაიდან მან ბრწყინვალედ ითამაშა.

"მთლიანად გუნდმა ფანტასტიკურად არ ვითამაშეთ, თუმცა შეხვედრა მოვიგეთ.

"მოდრიჩი და კროოსი სკამზე? მინდა, რომ სხვა ფეხბურთელები იყვნენ მოტივირებულები. სებალოსი და ასენსიო იმსახურებდნენ თამაშს", - განაცხადა იტალიელმა.

გეტყვით, რომ ბასკებს "თეთრებმა" ქარიმ ბენზემასა და ტონი კროოსის გოლებით მოუგეს. "რეალი" ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 3 ქულით ჩამორჩება.

 
 
 
მესის "პსჟ-სთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს
 
მესის "პსჟ-სთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს
 

ლეო მესის "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს - იუწყება ჟერარ რომერო.

ცნობილი ჟურნალისტის თანახმად, "ლა პულგამ" აზრი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეიცვალა.

რომერო ასევე დასძენს, რომ ეს ლეოს "ბარსელონაში" ავტომატურად დაბრუნებას არ ნიშნავს, რადგან 35 წლის ფეხბურთელს შეთავაზება მსოფლიოს მრავალი კლუბისგან აქვს.

მიუხედავად ამისა, თუ კატალონიური გრანდი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დაბრუნებაზე მუშაობას დაიწყებს, წარმატების შანსი ნამდვილად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემების მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, არგენტინელი შემტევი "პსჟ-სთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა.

მიმდინარე სეზონში ლიონელის მონაგარი 13 გოლსა და 14 საგოლე გადაცემას შეადგენს.

 

 

ოსიმენს თავისი მოთხოვნა აქვს - რა შემთხვევაში დარჩება ვიქტორი "ნაპოლიში"
 
ოსიმენს თავისი მოთხოვნა აქვს - რა შემთხვევაში დარჩება ვიქტორი "ნაპოლიში"
 

იტალიური "ნაპოლის" ცენტრფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობა გააჟღერა.

აგენტმა RAI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი დიეგო მარადონას სახელობის არენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ "პარტენოპეის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს მიიღებს და წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დასთანხმდება ამ პირობას ნეაპოლელთა პრეზიდენტი, აურელიანო დე ლაურენტისი.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი "ნაპოლის" წლევანდელი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 24 წლის შემტევმა 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვიქტორით ინტერესდებიან ისეთი გრანდები, როგორებიც "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" არიან.

 
 
 

La Reppublica: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "რომას" წინააღმდეგ - ინფორმაცია ცნობილია!
 
La Reppublica: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "რომას" წინააღმდეგ - ინფორმაცია ცნობილია!
 

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისა" და "რომას" შორის გასამართ მატჩში ითამაშებს, - იუწყება La Reppublica.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "პარტენოპეის" 21 წლის შემტევი თავს კარგად გრძნობს, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და "ჯალაროსისთან" შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ კვარამ "ნაპოლის" ბოლო ორი მატჩი გაციების გამო გამოტოვა. თუ სერია ა-ში ნეაპოლიტანელებმა "სალერნიტანას" ხვიჩას გარეშეც მოუგეს, ქართველის არყოფნა მათ იტალიის თასზე დაეტყოთ, სადაც მერვედფინალში "კრემონეზესთან" წააგეს.

ნეაპოლურ-რომაული დაპირისპირება 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

"ნაპოლი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 50 ქულით პირველ პოზიციას იკავებს, "რომას" კი 37 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

 
 
კეინი "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს
 
კეინი "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს
 

29 წლის ინგლისელი ცენტრფორვარდი, ჰარი კეინი, რომელსაც ზაფხულში გუნდის გამოცვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ლონდონის "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, კეინის ახალ ხელშეკრულებაზე მხარეებს კონტაქტი 2021 წლის სატრანსფერო საგის შემდეგ აღარ ჰქონიათ, როცა ჰარი კინაღამ "მანჩესტერ სიტის" გზას გაუდგა. მაშინ ლონდონელებმა თავდასხმელის შენარჩუნება მოახერხეს და დიდი ალბათობით, ახლაც იმავეს გააკეთებენ.

მოლაპარაკებები იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დაიწყება. ბრიტანული ტაბლოიდის თანახმად, კეინს "ტოტენჰემ სთედიუმზე" დარჩენა და გუნდის 15-წლიანი უტიტულო სერიის დასრულება უნდა

ჰარის სურვილი, რომ "დეზებს" ნანატრი გამარჯვება მოუპოვოს, მისი მომავლის მთავარი განმაპირობებელი იქნება.

ინგლისელს ჩრდილოლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს. მისით მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.

"ტოტენჰემის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 414 მატჩში კეინს 265 გოლი აქვს გატანილი. 1 გოლიც და იგი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ჯიმი გრივზის მაჩვენებელს (266) გაიმეორებს. ამის შანსი ჰარის დღეს, "ფულემის" წინააღმდეგ ექნება.

 
 
 
ცნობილია! - როდის განაახლეს ვარჯიშს კვარაცხელია
 
ცნობილია! - როდის განაახლეს ვარჯიშს კვარაცხელია
 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 21 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაციებას გამო ზედიზედ ორი შეხვედრა გამოტოვა.

კვარა "ნაპოლის" "კრემონეზესთან" სათასო შეხვედრაში და "სალერნიტანასთან" სერია ა-ს მატჩში ვერ დაეხმარა.

გავლენიანი გამოცემა napolipiu-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია 24 იანვარს გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში შესაშური სტატისტიკა აქვს. ქართველმა გარემარბმა 20 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 
 
 
“ნაპოლის” დირექტორი: “კვარაცხელიას საკითხზე არ ვღელავთ”
 
“ნაპოლის” დირექტორი: “კვარაცხელიას საკითხზე არ ვღელავთ”
 

როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტს (2028 წლამდე) შესთავაზებდა.

აღნიშნულ საკითხზე "პარტენოპეის" დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ისაუბრა:

"კვარაცხელიას საკითხზე არ ვნერვიულობთ. ძალიან მშვიდად ვართ, რადგან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს ფეხბურთელთანაც და მის აგენტთანაც. ახლა არ არის დრო კონტრაქტის განახლებაზე სასაუბროდ, რადგან მას ისედაც 2027 წლამდე აკავშირებს გუნდთან ხელშეკრულება. გვინდა, რომ მატჩებზე ვიყოთ ორიენტირებული, კონტრაქტზე სასაუბროდ ბევრი დრო გვექნება." - განაცხადა ჯუნტოლიმ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამად "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. 

 

 
 
ვან დაიკი "რეალთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს
 
ვან დაიკი "რეალთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს
 

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩამდე 1 თვეა დარჩენილი, თუმცა ამ თამაშზე მედიაში ახალი ცნობები უკვე ვრცელდება.

როგორც იწერება, მერსესაიდელების ერთ-ერთი ლიდერი ვირჯილ ვან დაიკი გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს და მადრიდელებთან პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

"ლივერპულის" ოთხიანმა კუნთის დაზიანება 2 იანვარს, "ბერტფორდის" წინააღმდეგ მიიღო და ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ "რეალი" "ლივერპულის" პირველი დაპირისპირება 22 თებერვალს გაიმართება.

 
 
 
"ამას ვერ აღწერ" - ზინჩენკო "იუნაიტედის" დამარცხებით ხარობს
 
"ამას ვერ აღწერ" - ზინჩენკო "იუნაიტედის" დამარცხებით ხარობს
 

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში ლონდონის "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

შეხვედრაში ანგარიში "წითელმა ეშმაკებმა" გახსნეს - მე-17 წუთზე მარკუს რაშფორდმა შედეგიანად გაისროლა. აქედან 7 წუთში ანგარიში ედი ნკეტიამ გაათანაბრა. "მეთოფეები" წინ 53-ე წუთზე გავიდნენ, როდესაც ბუკაიო საკამ დავიდ დე ხეას კარი შორეული გასროლით აიღო. საკას გოლიდან 6 წუთის შემდეგ წონასწორობა ლისანდრო მარტინესმა აღადგინა.

თითქოს, ყველაფერი უხვგოლიანი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე ნკეტიამ დუბლი შეასრულა და მიკელ არტეტას გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

მართალია, მას არც გოლი მიუთვლია და არც ასისტი, მაგრამ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო გახლდათ. უკრაინელმა უნივერსალმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "მეთოფეებმა" "წითელ ეშმაკებს" ცენტრი მთლიანად მოუგეს. გარდა ამისა, მან მონაწილეობა ლონდონელთა მესამე საგოლე შეტევაშიც მიიღო.

ზინიმ გადამწყვეტი გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა და ამით "არსენალის" ქომაგებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი. თავისი ემოციების შესახებ ოლექსანდრმა BBC-ისთან ისაუბრა.

"ძალიან მომწონს ეს გამარჯვება, იცით? გამარჯვების შეგრძნება ბოლო წუთზე, ბოლო წამებზე. ამას ვერ აღწერ. დღეს დაუჯერებელი იყო. ამას დაძინებამდე კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო, რადგან ეს ჯადოსნური მომენტებია," - თქვა ზინჩენკომ.

გეტყვით, რომ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ "არსენალს" 50 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 5 ქულით უსწრებს, თუმცა "მეთოფეებს" "ქალაქელებზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

 

 
 
 
ტერ შტეგენი საოცარ შედეგებზე გადის - გერმანელის მაჩვენებელი
ტერ შტეგენი საოცარ შედეგებზე გადის - გერმანელის მაჩვენებელი
 

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-18 ტურში მძიმე გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა "ხეტაფეს" უმასპინძლეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 მოუგეს.

შეხვედრის გადამწყვეტი გოლი 35-ე წუთზე გავიდა. თავი პედრი გონსალესმა, რაფინიას გადაცემით გამოიჩინა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ბლაუგრანამ" კიდევ ერთი გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მიმდინარე სეზონში მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსას" კარი 17 შეხვედრაში დაიცვა და 13 შემთხვევაში იგი მშრალად შეინახა.

ერთადერთი მეკარე, რომელსაც ლა ლიგის ამ ეტაპზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, პაკო ლიანო გახლდათ.

ფრანსისკომ ეს 1993/1994 წლების სეზონში, ლა კორუნიის "დეპორტივოს" მაისურით მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" პრიმერას ამ გათამაშებაში სულ 6 გოლი აქვს გაშვებული, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

 
 
"თამაშის მოკვლა უნდა ვისწავლოთ" - პედრიმ "ბარსას" მოაგებინა
 
"თამაშის მოკვლა უნდა ვისწავლოთ" - პედრიმ "ბარსას" მოაგებინა

"ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა "ხეტაფესთან" მოგებული შეხვედრა მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.

"ჩვენ თამაშის მოკვლა ისევ სასწავლი გვაქვს. მიუხედავად ამისა, 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ახლა "რეალთან" 6-ქულიანი უპირატესობა გვაქვს. ვნახოთ, "სან მამესზე" რა მოხდება. ლა ლიგა ჩვენთვის პრიორიტეტულია.

გასული კვირები ძალიან მძიმე იყო. ბევრი ვიმგზავრეთ და ვითამაშეთ.

მინდა სერხიო ბუსკეტსს 700 მატჩზე ასვლა მივულოცო. ეს დიდი მიღწევაა.

გოლის ჩემეული აღნიშვნა ჩემს ბიძაშვილს, აბრააჰმს ეძღვნება, რომელიც მელოტია," - თქვა გონსალესმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ გუნდთან დაპირისპირება "ბლაუგრანამ" სწორედ პედრის გოლით მოიგო. ესპანელმა ნახევარმცველმა რაფინიას მიერ გაკეთებული გადაცემა 35-ე წუთზე დააგვირგვინა. ეს პედრისთვის მე-4 გოლი გახლდათ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.

 
 
 
 
მილინკოვიჩ-სავიჩი “იუვენტუსში” გადასვლას უახლოვდება
მილინკოვიჩ-სავიჩი “იუვენტუსში” გადასვლას უახლოვდება.
 

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "ლაციოს" ლიდერი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი "იუვენტუსს" დაუკავშირეს.

იტალიელი ჟრნალისტი გიდო ტოლომეი ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტი წერს, რომ "ბებერი ქალბატონი" სერბის ტრანსფერს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, რასაც აგენტის მოთხოვნაც ემატება.

სერგეის აგენტი მატეა კეზმანი რომაულ კლუბს ულტიმატუმის წინაშე აყენებს - კონტრაქტის განახლება გაზრდილი ხელფასით ან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვება.

"ლაციოს" ხელმძღვანელობა დილემის წინაშეა, რაც, თავის მხრივ, "იუვენტუსის" წისქვილზე ასხამს წყალს.

 
 
 
 
"ტოტენჰემს” ვესტონ მაკკენის შეძენა სურს
"ტოტენჰემს” ვესტონ მაკკენის შეძენა სურს

ცნობილი იტალიური გამოცემა Tutto Mercato ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ნახევარმცველს ვესტონ მაკკინის "ტოტენჰემის" სახით სერიოზული მსურველი ჰყავს.

"დეზების" სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის გუნდის გაძლიერება სურს და თვლის, რომ ამერიკელის ტრანსფერი კარგი ნაბიჯი იქნება.

როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბი მაკკინის სანაცვლოდ 21 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, რაზეც "ბიანკონერი" თანახმაა.

ცნობისთვის, ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა

 
 
 
“რეალმა” ოდრიოსოლა “იუვენტუსს” შესთავაზა
“რეალმა” ოდრიოსოლა “იუვენტუსს” შესთავაზა

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, "ბებერ ქალბატონს" მადრიდის "რეალმა" ფეხბურთელი შესთავაზა.

საუბარია ალვარო ოდრიოსოლაზე, რომელსაც "სამეფო კლუბში" დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და გუნდის დატოვებას ზამთარშივე განიხილავს.

მიუხედავად შეთავაზებისა, ჟურნალისტი წერს, რომ ესპანელი ფეხბურთელი "ბიანკონერის" სამიზნე არ არის.

 

 
 
 
 

უარი “ჩელსის”! - რაფაელ ლეაუ “მილანში” რჩება

უარი “ჩელსის”! - რაფაელ ლეაუ “მილანში” რჩება
 

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "ჩელსის" მთავარი სამიზნე "მილანის" ახალგაზრდა ტალანტი, რაფაელ ლეაუ გახლდათ.

თოდ ბოილი პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენით პირადად ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა.

საბოლოო ჯამში, შეთანხმება მომავალ ზაფხულსაც ვერ შედგება. ლეაუს მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი "მილანში" დარჩება.

იხილეთ პორტუგალიელი ფეხბურთელის მამის განცხადება:

"რაფაელ ლეაოს "მილანთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ამ დღემდე ჩვენ აუცილებლად გავაფორმებთ ახალ კონტრაქტს. "ჩელსისთან", "ბარსელონასთან", "რეალ მადრიდთან" კომუნიკაციის გარეშე, ჩვენ ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ." - განაცხადა ლეაუს მამამ.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermakrt 23 წლის ფეხბურთელს 85 მილიონ ევროდ აფასებს.

 

 

 

 
“იუვე”, “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” - ფრიმპონგს სერიოზული მსურველები ჰყავს
“იუვე”, “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” - ფრიმპონგს სერიოზული მსურველები ჰყავს
 

ჟურნალისტ ნიკოლო შირას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" "ბაიერის" მარჯვენა მცველით, ჟერემი ფრიმპონგით, ინტერესდება.

 

მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, "ბიანკონერის" გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალ მადრიდის" რადარზეც იმყოფება იგი.

 

ცნობისათვის, ნიდერლანდელ ფეხბურთელს ლევერკუზენურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

 

"Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 25 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ფრიმპონგის მონაგარი 17 დაპირისპირებაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა

 

 

 

 
ჯორჯ ატანგანა: “კესიე “ბარსელონაში” ბედნიერია”
ჯორჯ ატანგანა: “კესიე “ბარსელონაში” ბედნიერია”
 
 

როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრანკ კესიე "ბარსელონაში" მისი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო და გუნდის დატოვება სურდა.

 

კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელის აგენტმა, ჯორჯ ატანგანამ ეს ინფორმაცია უარყო:

 

"ეს ცრუ ინფორმაციაა, ცალსახად არასწორია. კესიე ბარსელონაში ძალიან ბედნიერია." - განაცხადა ატანგანამ.

 

ცნობისთვის, ფრანკ კესიემ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

 

 

 
“სიონმა” რამინ დოობი დაიმატა
“სიონმა” რამინ დოობი დაიმატა
 

20 წლის განელი ფეხბურთელი, რამინ დოობი კარიერას "სიონში" გააგრძლებს. ინფორმაცია ბოლნისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ გუნდში 16 ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

საგულისხმოა, რომ რამინს ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 20 წლის ფეხბურთელი 2021 წელს "სამტრედიას" ღირსებას იცავდა, სადაც 4 თამაშის ჩატარებაც მოახერხა.

 

ცნობისთვის, რამინ დოობი ბოლოს აზერბაიჯანული "გაბალას" ღირსებას იცავდა.

 

 

 

 

მაკენის და რაბიოს “იუვეს” დატოვება სურთ
მაკენის და რაბიოს “იუვეს” დატოვება სურთ
როგორც "TuttoMercatoWeb-ი" იტყობინება, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მაკკენიმ და რაბიომ "იუვენტუსი" დატოვონ.

 

ზემოხსენებული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიმართ ინტერესს "ტოტენჰემ ჰოტსპური" და "ჩელსი" გამოხატავს.

 

ცნობისათვის, ვესტომს ტურინულ გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და, "Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 25 მილიონი ევროა.

 

რაც შეეხება ადრიენს, 27 წლის მოთამაშეს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და "Transfermarkt-ი" მას 17 მილიონ ევროდ აფასებს.

 

 

 

 

 
“იუვენტუსი” ალექს ბაენათი ინტერესდება
იუვენტუსი” ალექს ბაენათი ინტერესდება
 

"JuveFC-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" "ვილიარეალის" მოთამაშით, ალექს ბაენათი, ინტერესდება.

 

მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბებერმა ქალბატონმა" ისეთი ფეხბურთელები დაკარგა, როგორებიც არიან პაოლო დიბალა და ალვარო მორატა.

 

როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, "ბიანკონერი" მათი შემცვლელის ძიებით არის დაკავებული და ერთ-ერთი ასეთი 21 წლის მარცხენა ვინგერის კანდიდატურაა.

 

ალექსს "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. "Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა.

 

 

 
“იუვენტუსს” გრიმალდოს შეძენა სურს
“იუვენტუსს” გრიმალდოს შეძენა სურს
 

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსი" მომდევნო სეზონისთვის რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას ცდილობს.

 

"ბებერი ქალბატონისთვის" პრიორიტეტული იქნება მარცხენა მცველის მოყვანა, რომელიც ალექს სანდროს შეცვლის.

 

დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი კანდიდატი უკვე შერჩეულია.

 

წყაროს მტკიცებით, საუბარია გრიმალდოზე, რომელიც ახლა "ბენფიკაში" ასპარეზობს.

 

Sky sports - ის ჟურნალისტს თუ დავუჯერებთ, ტურინული კლუბის მთავარი სამიზნე სწორედ ის იქნება ამ პოზიციაზე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

 

 
ტომას ტუხელის გეგმები ცნობილია
ტომას ტუხელის გეგმები ცნობილია
 

 

49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა:

 

"ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება. ახლა დროა დავისვენო.

ზოგიერთი კლუბი ურეკავდა ჩემს მენეჯერს, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ის არ დამირეკავდა აქ ინდოეთში ყოფნისას 18 დღის განმავლობაში." - განაცხადა ტუხელმა.

 

ტომას ტუხელი ინდოეთში დასვენების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ესპანური წყაროები ჩავის არადამაჯერებელი თამაშის გამო, გერმანელ სპეციალისტს კატალონიის "ბარსელონას" უკავშირებენ.

 

 

                   

         

კონტაქტი:

ზუგდიდი; მცხეთის N 17

Zugdidi; Mckheta str.N17

Skype-samegrelo.zemo.svaneti

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   

FAX: (+995)415 22-35-45

TEL:(+995) 577 17 05 17 სერგო კვარაცხელია

TEL:(+995) 577 17 05 45 მზია ნანავა

TEL:(+995)  577 37 35 42 ალიკა მესხი 

TEL:(+995) 514 16 74 74 სალომე ახვლედიანი

მეგობრები

 

 

 

 

 

 

 

 

 

Link1

© 2011 Regional Football Federation Of Samegrelo-Zemo Svaneti