სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია

Regional Football Federation Of Samegrelo-Zemo Svaneti

 

ატლეტიკომ" სუარესის ტრანსფერი დაასრულა !

 

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" კიდევ ერთი ვარსკვლავი ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობის მადრიდის "ატლეტიკოში" ტრანსფერს უახლოვდება.

ცნობების მიხედვით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაასრულეს და ტრანსფერამდე მხოლოდ ოფიციალური განცხადებაა დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "როხი-ბლანკოს" რიგებში, უფასო ტრანსფერით გადადის.

 

 

დე ბრუინი: "სეზონი კარგად დავიწყეთ"

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ვარსკვლავი, კევინ დე ბრუინი ინგლისური "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"სეზონი კარგად დავიწყეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, 3 ქულა მოვიპოვეთ, მიმდინარე სეზონში არაერთი გუნდი იბრძოლებს ტიტულისთვის, ამიტომაც ყურადღების მოდუნება არ გვმართებს."

"მთლიანობაში თითქმის უშეცდომოდ ვითამაშეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:3.

 

 

სტერლინგი: "ცივსისხლიანობა გვაკლდა"

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი ვარსკვლავი, რაჰიმ სტერლინგი ინგლისური "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მოგება და პრემიერ ლიგის სეზონის 3 ქულით დაწყება სასიხარულოა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას არაერთი შანსი გავუშვით ხელიდან."

"ცივსისხლიანობა გვაკლდა, რაც წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:3.

 

 

ფოდენი: "ამით საკუთარი შეცდომა ჯერაც არ გამომისწორებია"

"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი, ფილ ფოდენი ინგლისური "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"გოლის გატანით ბედნიერი ვარ, თუმცა ამით საკუთარი შეცდომა ჯერაც არ გამომისწორებია, მწვრთნელისა და მაყურებლის ნდობა და პატივისცემა კვლავ უნდა დავიბრუნო."

"მჯერა მიმდინარე სეზონში ამ ყოველივეს გაკეთებას აუცილებლად შევძლებ.""

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:3.

 

 

მენდი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას გადის !

 

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსი" სატრანსფერო ფანჯარაში კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობის გუნდი ამჯერად გოლკიპერის პოზიციას აძლიერებს.

ცნობების მიხედვით, "რენეს" ფრანგი გოლკიპერი, ედოუარდ მენდი ამჟამად ინგლისში იმყოფება და "არისტოკრატთა" ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გადის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მეკარე "ჩელსიმ" 22 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეიძინა.

 

 

სონი: "მოურინიომ სიმართლე თქვა, კეინი საუკეთესო იყო"

ლონდონის "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელი ვარსკვლავი, ჰეუნ-მინ სონი "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"მოურინიოს განცხადება ? რატომ უნდა ვუარყო ის არგუმენტი, რომელსაც ვეთანხმები, კეინი მართლაც საუკეთესო იყო, მისი თითოეული გადაცემა გოლის გატანას ამარტივებდა."

"ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მიწევდა, მხოლოდ ბურთის კარში შეგორება იყო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:5.

 

 

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტიში" სიამოვნებით დავრჩებოდი"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა მის მომავალზე საუბრობს:

"ამ კლუბში ამჟამად თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, ამიტომაც დიახ, ასეთ ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად ყოფნაზე და დარჩენაზე უარს არ ვიტყოდი."

"პირიქით ამ ყოველივეს სიამოვნებით გავაკეთებდი."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებულ თავკაცს ჯერ-ჯერობით კატალონიის "ბარსელონა" ადევნებს თვალყურს.

 

 

 

მოურინიო: "მატჩის საუკეთესო კეინი იყო"

 

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ჰეუნ-მინ სონი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელმაც წარმოუდგენელი რამ, პრემიერ ლიგის ერთ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ვფიქრობ ორთაბრძოლაში საუკეთესო ჰარი კეინი იყო."

"1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა, შეუდარებელი მაჩვენებელია, ის ნამდვილ დირიჟორად გამოიყურებოდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:5.

 

 

 

ედინ ჯეკო შესაძლოა გაიცვალოს

იტალიურ პრესაში რამდენიმე თვეა ედინ ჯეკოს "იუვენტუსს" უკავშრებენ, სუარესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ პრესა დარწმუნებულია, რომ ბოსნიელი ტურინელებს შეუერთდება.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომაელები ჯეკოს სანაცვლოდ არა ფულს, არამედ დე შილიოს ითოხვენ, რაც ტურინელთა გეგმებშიც შედის.

"იუვენტუსის" მთვარი მიზანი, რაც შეიძლება ცოტა ფულის დახარჯვაა, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ასეთ დროს კი ფეხბურთელების გაცვლა საუკეთესო ვარიანტია.

გაცვლის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 

პიოლიმ იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობა შეაფასა

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ევროპა ლიგის მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მოირჩინა და მატჩისთვის მზად იქნება.

"ზლატანმა ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის. ის ძალიან კარგ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში იმყოფება" - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, "მილანი" ირლანდიურ "როვერს" ესტუმრება. აღნიშნული მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

 

 

ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული სიმბოლური გუნდი ცნობილია

ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" ერთბაშად 8 ფეხბურთელი მოხვდა.

 

 

 

ალაბა: "იმედი მაქვს შეთანხმებას მივაღწევთ"

ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" და დავიდ ალაბა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ავსტრიელმა მცველმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

"მე მიყვარს "ბაიერნი". ეს ჩემი ოჯახია და ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს, თუმცა, ნათელია, რომ ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება."

"დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა და საერთო ენის გამონახვას მოვახერხებთ." - აცხადებს ალაბა.

 

 

 

მესი ლა ლიგის საწყის ტურებს გამოტოვებს?

"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ლა ლიგას სასტარტო მატჩებში ვერ ითამაშოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პოტოკოლის თანახმად, ახალ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ადამიანმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ასე რომ, თუ მესი ნაკრებში თამაშს გადაწყვეტს, მას არგენტინაში გამგზავრება საკვალიფიკაციო მატჩებამდე ორი კვირით ადრე მოუწევს.

არგენტინის ნაკრებს 8 ოქტომბერს ელოდება მატჩი ეკვადორის წინააღმდეგ, 13 ოქტომბერს კი ბოლივიას შეხვდება.

 

 

კუმანი: "ამ ამბავმა უჩემოდ ჩაიარა"

 

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ არ მიუღია მონაწილეობა კლუბსა და ფორვარდ ლიონელ მესის შორის კონფლიქტში.

"დიდწილად, ამ ისტორიამ ჩემს მიღმა ჩაიარა. ძირითადად, ეს იყო კონფლიქტი მესისა და კლუბს შორის. ამის შემდეგ მქონდა მესისთან კონტაქტი. ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. 

როგორც ცნობილია, არგენტინელმა შეატყობინა "ბარსელონას" ხელმძღვანელობას, რომ კლუბის დატოვება სურს, მაგრამ უარი მიიღო.

მესიმ გამოაცხადა, რომ გააგრძელებს კატალონელების რიგებში თამაშს, მაგრამ, ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობას პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს მეთაურობით "კატასტროფა" უწოდა.

 

 

სუარესის "იუვენტუსში" ტრანსფერი გამოირიცხა

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი ვარსკვლავის, ლუის სუარესის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის თავდამსხმელის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერი ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოირიცხა.

ცნობების მიხედვით, სუარესი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იტალიის მოქალაქე ვერ გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირება ამასთან ერთად, ლონდონის "არსენალს" სურს.

 

 

 

ჟირუ: "ჩელსიდან" წასვლას არ ვგეგმავ"

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ მის მომავალზე საუბროს:

"ჩელსიდან" წასვლას ამჟამად ნამდვილად არ განვიხილავ, რადგანაც ვიცი, რომ ნებისმიერ გუნდს, რომელიც პრემიერ ლიგის ჩემპიონობა სურს, ძლიერი და ღრმა შემადგენლობა სჭირდება."

"სწორედ ამის გამო, ვიცი ჩემი შანსი და თავის გამოჩენის საშუალება მალე გამოჩნდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის გადაბირება ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსს" სურს.

 

 

 

ბეილს "ტოტენჰემში" დაბრუნება სურს !

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" უელსელი ვარსკვლავის,, გარეთ ბეილის მომავალი თანდათანობით ირკვევა.

გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, 30 წლის თავდამსხმელმა მის აგენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა თუ რომელ გუნდში სურს გადაბარგება.

ცნობების მიხედვით, ბეილის სამიზნე ლონდონის "ტოტენჰემში" დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, "არსენალს" სურს.

 

 

სიმეონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კორონავირუსით დაინფიცირებული მწვრთნელების სია კიდევ უფრო გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Covid-19 ამჯერად მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელსა და არგენტინელ სპეციალისტს, დიეგო სიმეონეს დაუდასტურდა.

ცნობების მიხედვით, სიმეონე ამჯერად ვირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში კორონავირუსი "როხი ბლანკოს" ესპანელ თავდამსხმელს, დიეგო კოშტას დაუდგინდა.

 

 

ანჩელოტი: "ბოლომდე ვიბრძოლეთ"

მერსესაიდული "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"მთლიანი მატჩის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ, მეტოქეს მოედანზე არაფერი დავუთმეთ და ამ ყოველივემ შედეგი და ყველაფერთან ერთად, 3 ქულაც მოიტანა."

"ხამეს როდრიგესი ? მან მისი შესაძლებლობები უკვე ყველას დაუმტკიცა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:1.

 

 

ხამესი: "ვფიქრობ კარგი დებიუტი გამომივიდა"

მერსესაიდული "ევერტონის" კოლუმბიელი ახალწვეული და ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ვფიქრობ კარგი დებიუტი გამომივიდა, რა თქმა უნდა იყო მომენტები, როდესაც შემეძლო გოლი გამეტანა ან თამაში უფრო გამემწვავებინა, მაგრამ ამჟამად კმაყოფილი ვარ."

"ყველაზე მეტად, 3 ქულის მოპოვებამ გამახარა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:1.

 

 

მოურინიო: "ფეხბურთელები დაღლილები არიან"

 

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო მერსესაიდული "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რას დავაბრალებთ შედეგს ? ფეხბურთელების დაღლილობას და ამით განპირობებულ სიზარმაცეს, რის გამოც გადამწყვეტ მომენტებში საჭირო ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოვიჩინეთ."

"იმედი მაქვს ეს პრობლემა მალე მოგვარდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:1.

 

 

ლამპარდი: "მე და ჩეხს სატრანსფერო სამიზნეებთან მოლაპარაკებებისას ჩელსის" "პიარი" გვევალება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი გუნდის სატრანფერო პოლიტიკაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ყოველთვის მეკითხებიან იმის შესახებ თუ რა გავლენა მაქვს კლუბის ტრანსფერზე, ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია, მე და პეტრ ჩეხს ფეხბურთელებთან მოლაპარაკებისას "ჩელსის" პიარი გვევალება."

"სწორედ ესაა იმის საიდუმლო თუ როგორ შევძელით ასეთი დონის მოთამაშეების დამატება."

შეგახსნებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბი ამჟამად ყველაზე მეტად, ახალი მეკარის შეძენითაა დაინტერესებული.

 

 

კეინი: "მოტივაცია გვაკლია"

ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი ვარსკვლავი, ჰარი კეინი მერსესაიდული "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ამჟამად ყველაზე მეტად მოტივაცია გვაკლია, რადგანაც საკუთარი თანაგუნდელების მოძრაობებში ვამჩნევდი, რომ მათ ბოლომდე არ ჰქონდათ ზაფხულში დაკარგული ენერგია აღდგენილი."

"ბრძოლისუნარიანობის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ, ამიტომაც ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:1.

 

 

გრინვუდი: "გულშემატკივარს ვთხოვ ჩვენი შეცდომა არ გაიმეოროს"

 

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელი თავდამსხმელი, მეისონ გრინვუდი მის სკანდალზე საუბრობს:

"ჩემს საქციელს არავითარი გამართლება არ მოეძებნება, ეს ყოველივე ე.წ. "სასაცილო აირის" ანუ აზოტის ოქსიდის მიღების შედეგია, რის გამოც დიდი შეცდომა დავუშვით."

"ფილ ფოდენთან ერთად, თითოეულ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით და ვთხოვთ ეს ყოველივე არ გაიმეორონ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშეები თვითიზოლაციის დარღვევისა და სასტუმროში ისლანდიელი "გოგონების" დაპატიჟების გამო, ერთა ლიგის განაცხადიდან სამშობლოში დააბრუნეს.

 

 

იბრაჰიმოვიჩი: "შვედეთს ნაკრებს სულელურად არჩევენ"

იტალიური "მილანის" შვედი ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მის ნაკრებზე საუბრობს:

"კომპეტენციის ნაკლებობა, რომ ჩვენს ნაკრებში შეინიშნებოდა ეს კარგად ვიცოდი და ერთ დროს წამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა, თუმცა ამ ყოველივემ ახალ ეტაპს მიაღწია."

"ზლატანის არ გამოძახება, სისულელეა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა თავდამსხმელმა შვედეთის რიგებში, 2018 წელს იასპარეზა.

 

 

 

ფატი: "მოგებით ბედნიერი ვარ"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი, ანსუ ფატი ერთა ლიგაზე უკრაინის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"მოგებით ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა საკუთარი პერფორმანსით კმაყოფილი ვარ და გოლის გატანაც ძალიან გამიხარდა, მაგრამ მთავარია 3 ქულის მოპოვება შევძელით."

"წინა მატჩის შემდეგ ასეთი თამაში ნამდვილად გვჭირდებოდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.

 

 

რამოსი: "ფატის თამაში არ მიკვირს"

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი ერთა ლიგაზე უკრაინის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ფატის თამაში ნამდვილად არ მიკვირს, ყველა ვინც სავარჯიშო სესიებზე ანსუს თამაშს და მონდომებას თვალს ადევნებს, მისგან ასეთ პერფორმანსს ყოველთვის ელოდება."

"ესპანეთის ნაკრები კარგ ხელშია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.

 

 

ენრიკე: "ასეთმა თამაშმა ნამდვილად გამახარა"

 

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ერთა ლიგაზე უკრაინის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ჩემი ფეხბურთელების ასეთმა თამაშმა ნამდვილად გამახარა, სიტყვებით ვერ აღვწერ თუ როგორი ბედნიერი ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების შესანიშნავი პერფორმანსებით."

"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ? რა თქმა უნდა ანსუ ფატი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.

 

 

ენრიკე; "მეტი შეგვეძლო"

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, ერთა ლიგაზე გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი მსოფლიოში საუკეთესოს ტიტულის მოპოვებაა და ასეთი პერფორმანსებით ამ ყოველივეს ნამდვილად ვარ შევძლებთ, თუმცა მეტი შეგვეძლო."

"ჩემი ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილი ვარ, ისინი ბოლო წუთამდე არ დანებდნენ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება ფრედ დასრულდა ანგარიშით 1:1.

 

 

ბართომეუ მესის "ბარსელონადან" დაპატიმრებისგან თავის დასაღწევად არ უშვებს !

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, თანდათანობით ცნობილი ხდება თუ რატომ არ უშვებს გუნდიდან კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ არგენტინელ ვარსკვლავსა და ლიდერს, ლიონელ მესის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელს ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადი მიზნები, კერძოდ კი მომავალში დაპატიმრების თავიდან აცილება ამოძრავებს.

ცნობების მიხედვით, თუ მესი კლუბს უფასოდ დატოვებს, მომდევნო პრეზიდენტს შეეძლება გუნდის არასწორი მენეჯმენტისა და მართვისთვის ბართომეუს სასამართლოშიც კი უჩივლოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

 

 

ფოდენი: "სილვა მოდენის ნამდვილი მაესტროა"

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი ნახევარმცველი, ფილ ფოდენი გუნდის ესპანელ ლეგენდაზე, დავიდ სილვაზე საუბრობს:

"დავიდი მოედნის ნამდვილი მაესტროა, შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელის ასპარეზობას უყურებდი და ამან აღფრთოვანება არ გამოიწვიოს, ის ნებისმიერ კლუბს გააძლიერებს."

"სილვამ არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შუახაზელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალ სოსიედადის" რიგებში გადაბარგდა.

 

 

მესი შესაძლოა "ბარსელონაში" დარჩეს !

 

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი და კაპიტანი, ლიონელ მესი შესაძლოა კვლავ ესპანეთში დარჩეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელის აგენტი და მამა, ხორხე მესი გუნდის პრეზიდენტთან, ხოსეპ მარია ბართომეუსთან მოლაპარაკებებს უკვე 2 დღეა აწარმოებს.

ცნობების მიხედვით, თავდამსხმელი შესაძლოა "ბლაუგრანას" რიგებში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, შემდეგ კი გუნდი უფასოდ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

 

 

ვან დე ბეეკი: "იუნაიტედში" თამაში უდიდესი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული და ჰოლანდიელი ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეეკი მის ახალ კლუბზე საუბრობს:

"ნამდვილად დიდი პატივია ისეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდში ასპარეზობა, როგორიც "იუნაიტედია", ამაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი და მიზნის მიღწევით ბედნიერი ვარ."

"იმედი მაქვს გულშემატკივარს თავს კარგი პერფორმანსებით დავამახსოვრებ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე მანჩესტერელთა რიგებში, ამსტერდამის "აიაქსიდან" 39 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.

 

 

კუმანს ვეინლადუმი სურს !

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი სპეციალისტის მიზანი ამჯერად მერსესაიდული "ლივერპულის" ნახევარმცველისა და თანამემამულის, ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირებაა.

ცნობების მიხედვით, კუმანი 29 წლის ფეხბურთელს ძირითადის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს მერსესაიდელებთან კონტრაქტი, 2020/21 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.

 

 

ხამესი "ევერტონში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის !

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის მომავალი კლუბის ვინაობა გაირკვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან კარლო ანჩელოტისთან ერთად, მერსესაიდული "ევერტონის" რიგებში იასპარეზებს.

ცნობების მიხედვით, ხამესი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო 2 დღის განმავლობაში გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირება ამასთან ერთად, ლონდონის "არსენალს" სურს.

 

 

ფონტი: "მესის დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი კლუბის არგენტინელ ვარსკვლავსა და კაპიტანზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:

"მგონი არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მესი გუნდის დატოვებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, მეტიც ახლა მისი დარჩენა, წასვლაზე ნაკლებად სავარაუდოა."

"ეს ყოველივე შეგვიძლია დისფუნქციურ და მოშლილ ხელმძღვანელობას დავაბრალოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

 

 

გრინვუდი: "კონკურენციისთვის მზად ვარ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელი, მეისონ გრინვუდი მის მომავალზე საუბრობს:

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა დონის ვარსკვლავი გადმოვა კლუბში ნომინალური შემტევის პოზიციაზე საასპარეზოდ, რადგანაც კონკურენციისთვის მზად ვარ."

"საკუთარ ადგილს უბრძოლველად არავის დავუთმობ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.

 

 

რუდიგერი: "ჰავერცთან ყოველდღე ვსაუბრობ"

 

ლონდონის "ჩელსის" გერმანელი ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი მის თანამემამულესა და "ბაიერ ლევერკუზენის" ნახევარმცველზე, კაი ჰავერცზე საუბრობს:

"ჰავერცთან ყოველდღიური სიხშირით მაქვს კონტაქტი, მას ინგლისში გადმობარგებისკენ მოვუწოდებ, რადგანაც ეს ჩემპიონატი განვითარების საუკეთესო საშუალებას იძლევა."

"კაის დონის ფეხბურთელთან ერთად ასპარეზობაზე უარს არასდროს ვიტყვი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირება ამჟამად ყველაზე მეტად, სწორედ "არისტოკრატებს" სურთ.

 

 

"სიტი" მესის პრეზენტაციისთვის ემზადება

როგორც ჩანს, მანჩესტერ "სიტი" ლეო მესის ტრანსფერში დარწმუნებულია და კლუბმა საამისოდ მზადება უკვე დაიწყო.

ესპანელი ჟურნალისტი, მარიო ბეჩლერი აცხადებს, რომ "ქალაქელებმა" 33 წლის ფეხბურთელის წარსადგენად მომზადება დაიწყეს.

კერძოდ, კლუბი უკვე დაუკავშირდა ერთ-ერთ კომპანიას და ვიდეო რგოლის მომზადება დაავალა. ტრანსფერის განხორციელების შემდეგ კი აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტის თაობაზე პრობლემები აქვს, რაც ტრანსფერს შედარებით აჭიანურებს.

 

რა წერია მესის სპეციალურ გაგზავნილში - ყველაფერი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ დღეს "ბარსელონას" ოფიციალური ფაქსი გაუგზავნა, სადაც კლუბიდან წასვლის სურვილი გააჟღერა.

პრესაში გავრცელდა ამ ფაქსის ამსახველი ფოტო, რომელზეც წერილის შინაარსიც იკითხება:

"ამ წერილის საშუალებით, მე, ლიონელ ანდრეს მესი კუტიჩინი, ვითხოვ თანამშრომლობის კონტაქტის შეწყვეტას, რომელიც ახლა მაკავშირებს თქვენს კლუბთან, ძალით, რასაც მე 24-ე პუნქტი მაძლევს.

ვაფასებ პირადი ზრდისა და პროფესიული განვითარების ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ჩემთვის ამ პერიოდში იქნა მოცემული.

პირადი მიზეზების გამო, ეს რთული გადაწყვეტილება იქნა ჩემს მიერ მიღებული, რომელიც, ვიმედოვნებ, კლუბის მენეჯმენტის მიერ საუკეთესო გზით იქნება დაკმაყოფილებული." - ვკითხულობთ განცხადებაში.

მეგობრები

 

 

Link1

© 2011 Regional Football Federation Of Samegrelo-Zemo Svaneti